ფუტკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
95.104.107.67-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.4]
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა
 
| სახელი = ფუტკრები
| სურათის ფაილი = Bee Collecting Pollen 2004-08-14.jpg
| სურათის წარწერა =
| სურათის აღწერა = [[მეთაფლია ფუტკარი]]
| ზესამეფო =
| სამეფო = ცხოველები
| ქვესამეფო =
| განყოფილება =
| განყოფილება_რანგის_გარეშე =
| ქვეგანყოფილება =
| ზეტიპი =
| ტიპი =
| ტიპი_რანგის_გარეშე =
| ქვეტიპი =
| ზეკლასი =
| კლასი = [[მწერები]]
| კლასი_რანგის_გარეშე =
| ქვეკლასი =
| ინფრაკლასი =
| ზერიგი =
| რიგი =
| რიგი_რანგის_გარეშე =
| ქვერიგი =
| ინფრარიგი =
| ზეოჯახი =
| ოჯახი =
| ოჯახი_რანგის_გარეშე =
| ქვეოჯახი =
| ზეტრიბა =
| ტრიბა =
| ქვეტრიბა =
| გვარი =
| გვარი_რანგის_გარეშე =
| ქვეგვარი =
| sectio =
| სახეობა =
| ქვესახეობა =
| ლათ = Apoidea
| სექციის სახელი =
| სექციის ტექსტი =
| არეალის რუკა =
| არეალის რუკის წარწერა =
| არეალის რუკის სიგანე =
| არეალის ლეგენდა =
| დაცვის სტატუსი =
| ვიკისახეობები =
| commons =
| iucn =
| itis =
| ncbi =
}}
'''ფუტკრები''' ({{lang-la|Apoidea}}) — [[მწერები]]ს [[ოჯახი (ბიოლოგია)|ზეოჯახი]] [[სიფრიფანაფრთიანები]]ს [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]სა. შეიცავს რამდენიმე ოჯახს ([[Colletidae]], Andrenidae — [[მოკლეხორთუმიანები]], Apidae — [[ნამდვილი ფუტკრები]], Megachillidae და სხვა). ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5 [[მმ]] — 5 [[სმ]] აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი; უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათა“, რომელშიც ფუტკრები გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებენ ყვავილის მტვერს, მუცლის ბოლოზე განვითარებულია [[ნესტარი]] ანუ საწერტელი. ზეოჯახში 20 ათასამდე [[სახეობა]]ა. გვხვდება ყველგან, სადაც კი [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვანი მცენარეებია]]. ფუტკრები იკვებებიან ყვავილის მტვრითა და [[ნექტარი]]თ. ფუტკრებს ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა, ერთეული ფუტკრების დედალი ერთ- ან რამდენიმეუჯრიან ბუდეს აშენებსმ შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოიჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი [[ბუდე]]ში რჩება პირველი თაობის გამოჩეკამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევ ძველი დედა ფუტკარი დებს. მხოლოდ 1—4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. ფუტკრებს შორის მრავალი, მათ შორის თაფლის მომცემი ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ (საზოგადო ფუტკრები). მათ ახასიათებთ პოლიმორფიზმი ([[ფუტკრის ოჯახი]]) — დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები) ფორმები.
 
ფუტკრების ყველა სახეობა სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი. თაფლის მომცემი ფუტკარი ([[ფუტკარი მეთაფლია]]) [[ადამიანი|ადამიანმა]] უძველესიდროიდან მოიშინაურა [[თაფლი]]ს, [[ცვილი]]ს, [[დინდგელი]]ს, [[ფუტკრის რძე|ფუტკრის რძის]] მიღების მიზნით. [[ფუტკრის შხამი|ფუტკრების შხამს]] იყენებენ მედიცინაში, ზოგი ფუტკრის კბენა საშიშია ადამიანისა და [[ცხოველები]]სათვის. აღსანიშნავია [[ქართული ფუტკარი]], რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი გრძელი ხორთუმებით, რაც საშუალებას აძლევს ამოწოვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფუტკრები“-დან