რეგენერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს საფარველის-კანის ეპითელური უჯრედების აქერცვლა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების ჩამოფრცქვნა. ამ უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე დღეა. დაღუპულ უჯრედთა ბედი არაერთნაირია. საფარველის უჯრედები ხვდებიან გარე [[სამყარო|სამყაროში]]. ხოლო ნაწლავის უჯრედები, რომლებიც მდიდდარია ფერმენტებით აქერცვლის შემდეგ ხვდებიან ნაწლავის წვენში და იღებენ მონაწილეობას საჭმლის მონელებაში. კიდევ უფრო სწრაფად ხდება ერითროციტების ცვლა, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 125 დღეა. ე.ი. ადამიანის სხეულში ყოველ წამში იღუპება დაახლოებით ოთხ მილიონამდე ერითროციტი, ამავე დროს ხდება მათი შევსება ახლით ძვლის წითელი ტვინის საშუალებით. ხოლო ერითროციტთა ახლით მთლიანად ჩანაცვლება ხდება ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, ე.ი. ძველი უჯრედების ადგილს იკავებენ ახალი უჯრედები, რომლებიც მრავლდებიან გაყოფით. ფიზიოლოგიური რეგენერაციის მიმდინარეობაზე მოქმედებენ შინაგანი და გარეგანი ფაქტორები. მაგ.: ატმოსფერული წნევის დაცემისას ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობა მატულობს. მთაში მცხოვრებლებს გააჩნიათ უფრო მეტი ერითროციტების რაოდენობა, ვიდრე ბარში. ასევე, ცვლილებები ემჩნევათ მთაში ამსვლელ მოგზაურებსაც.
 
ერითროციტების რაოდენობაზე გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა, კვება და სინათლე.
 
პათოლოგიური ცვლილებების, ან ტრამვების შედეგად სტრუქტურათა აღდგენას _ რეპარაციული რეგენერაცია ეწოდება.
 
იგი წარმოიშვება მაშინ, როცა მიმდინარეობს ორგანიზმის დაშავება, ან დაზიანება. რეპარაციული რეგენერაცია ფართოდაა ცნობილი, მაგრამ მისი უნარი ყველა ორგანიზმს ერთნაირად არა აქვს გამოხატული. აღდგენითი პროცესები განსხვავდება არა მარტო მასშტაბებითა და ხერხებით, არამედ საბოლოო შედეგებითაც და აგრეთვე რეგენერირებული ორგანოების რაოდენობითა და ხარისხით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეგენერაცია“-დან