ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

65 ბაიტი დაემატა ,  1 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხარებელმა მოხსნა დაცვა „ვარძია“-დან)
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია [[ერუშეთი]]ს მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის [[ანანური]]საგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
 
I ეტაპზე, [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი III-ის]] მეფობის წლებში ([[1156]]-[[1184]]), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე ([[1184]]-[[1185]]) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. [[თამარ მეფე|თამარ]] მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი [[სტოა]]-[[პორტიკი]]თ. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის [[რატი სურამელი]]ს თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე ([[1185]]-[[1203]]) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია [[1283]] წლის მიწისძვრასთან. აქ [[ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელი]]ს ათაბაგობის ხანაში ([[1285]]-[[1306]]) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, [[ივანე II (სამცხის ათაბაგი)|ივანე ათაბაგი]]ს დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
 
ვარძიის მონასტერი [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს, ასახული [[ალექსანდრე როინაშვილი]]ს ფოტოხელოვნებაში