ამაზონის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Manucari25 (განხილვა | წვლილი) მNo edit summary იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება |
Manucari25 (განხილვა | წვლილი) იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება |
||
ხაზი 2:
[[ფაილი:Campo12Foto 2.JPG|მინი|270პქ|ამაზონი]]
'''ამაზონის დაბლობი''', '''ამაზონია''' ({{lang-pt|bacia do rio Amazonas}}, {{lang-es|cuenca del Amazonas}}) — ჩვენი პლანეტის უდიდესი ვაკე-დაბლობი, რომელიც მოიცავს 5-6,9 მლნ კმ² სამხრეთ ამერიკის 40% ფართობს ის ვრცელდება მდინარე ამაზონის აუზში. ამაზონის ბუნება უნიკალურია არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ მთელ დედამიწაზე თავისი ბიომრავალფეროვანი ენდემიზმით. მის ლანდშაფტურ თავისებურებას, განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას განსაზღვრავს რიგი ფაქტორები: კონტინენტის განვითარების ხანგრძლივობა გეოლოგიური დრო და მისი მდებარეობა ეკვატორულ განედებში. ამაზონის დაბლობის რეგიონი წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის ტექტონიკურ ბაქნის ფარგლებში მოქცეულ ვრცელ ტერიტორიას ის აგებულია პალეოზოურ, ზღვიურ და მეზოკაენოზოურ კონტინენტურ დანალექებში. განვითარებულია სუსტად დანაწევრებული ბრტყელი ზედაპირით. მდებარეობის მიხედვით ის 8 ქვეყნის ტერიტორიულ ნაწილს წარმოადგენს: [[ბოლივია|ბოლივეა]], [[კოლუმბია]], [[ეკვადორი]], [[გაიანა]], [[პერუ]], [[ვენესუელა]], [[სურინამი]], უმეტესი ნაწილი კი ბრაზილის საზღვრებშია მოქცეული. ამაზონს დასავლეთიდან ესაზღვრება ანდების მთათა სისტემა, ჩრდილოეთიდან გვიანის ზეგანი, სამხრეთიდან კი მატო-გრასოს პლატო და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილის ზეგანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ატლანტიკის ოკეანე, სადაც ჩაედინება მდ.ამაზონი. ატლანტიკის ოკეანე წარმოადგენს ერთ-ერთ კლიმატ წარმომქმნელ ფაქტორს, როგორც ანდების მთათა სისტემა.
ამაზონი გამოირჩევა ფლორითა და ფაუნით ეს განპირობებულია იმითაც, რომ ენდემების დიდი რაოდენობა ახასიათებს. ყველაზე მდიდარი ჭარბტენიანი ტროპიკული ტყებით, აქ მოხვედრილი ერთდროულად აღმოჩნდება სამოთხესა და ჯოჯოხეთში. ამაზონის მთავარი კომპონენტი წყალი და ტყეა, ცხოველთა და ფრინველთა უმეტესობის საცხოვრებელ ადგილს ზუსტად ეს ორი ფორმა წარმოადგენს. ამაზონი მსოფლიოში ყველაზე ფლორისტულია, მხოლოდ 4000ხე- მცენარეა ტროპიკული ტყებით-ჰილებით, რომელსაც ადგილობრივები სილვაშს უწოდებენ. ხეები არის ძალიან მაღალი რომლებსაც ხე-ემერჯენტებს უწოდებენ, აქ უხვადაა ლიანები და ეპიფიტები. წყლის ზედაპირი დაფარულია წყალმცენარებით, განსაკუთრებულია ვიქტორია-რეგია რომლის ფოთლის დიამეტრი 2 მეტრია, მას შეუძლია 50კგ ტვირთის დაჭერა. ამაზონში განვითარებულია ტროპიკული ჭაობები, სადაც ხე-მცენარეებს აქვთ განვითარებული სასუნთქი ფესვები, ასევე არიან ხეზე მცხოვრები ცხოველები, რადგან ხშირი წვიმების პერიოდში იტბორება დაბლობი. ტყის შემქმნელი ჯიშებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ: სეიმის, კაკაოს ხეს, წითელ ხეს, პალმების მრავალ სახეობას, ბანანს ასევე მოგზაურთა ხეს, კაკლის ხე და მიწისპირა გვიმრებს. ამაზონის ჯუნგლებს განსაკუთრებით გაუალ იერს ანიჭებს ლიანების და ეპიფიტების მრავალი სახეობა.
▲ამაზონის დაბლობის მთავარი ჰიდრო ქსელს წარმოადგენს მდ.ამაზონი, რომელიც დედამიწაზე ყველაზე წყალუხვია, მის სათავედ მიჩნეულია ანდების მთებში მდებარე მდინარე მარანიო და უკაიალა. მდინარე ამაზონის სიგრძე არის 6437 მეტრი, მდინარის მაქსიმალური სიღრმე შესართავიდან ზემოთ 100 მეტრია. ამაზონის ყველაზე დიდი მარჯვენა შენაკადია მდ.მადეირა, სამხრეთ შენაკადი კი რიო-ნეგრო, სადაც მიმდინარეობს მდინარეთა მოტაცება, ბუფურკაცის პროცესი. ამაზონი დედამიწაზე ყველაზე დიდ დელტას წარმოქმნის 230 კმ სიგანის, სადაც არის წარმოქმნილი პატარა კუნძულები..მეცნიერთა აზრით მდინარე ამაზონზე და ამაზონის დაბლობის არეალი წარმოადგენს წყლის ცხოველების ხმელეთზე გადმოსვლის ადგილ, ეს განსაზღვრა ტყეების და მის ცხოველური ნამარხების სიძველემ.
==გალერეა ==
|