ალფონსო VIII (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ალფონსო VIII '''ალფონსო VIII''' (ესპ. Alfonso VIII) ([[11 ნ...
 
No edit summary
ხაზი 2:
'''ალფონსო VIII''' ([[ესპ.]] Alfonso VIII) ([[11 ნოემბერი]] [[1155]] - [[6 ოქტომბერი]] [[1214]]) [[კასტილია|კასტილიის]] მეფე [[1158]] - 1214 წლებში. [[სანჩო III (კასტილია)|სანჩო III]]სა და [[ბლანკა ნავარელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1177]] წელს ელეონორაზე, [[ინგლისის]] მეფის [[ჰენრი II (ინგლისი)|ჰენრი II]]ს ასულზე.
 
==ბიოგრაფია==
როდესაც მამა გარდაიცვალა, ალფონსო ჯერ არ იყო სრულწლოვანი. მისი მეურვეობისთვის და რეგენტობისთვის სასტიკი ომი დაიწყო კასტილიელ საგვარეულოებს შორის, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. [[კასტრო]]ებმა დასახმარებლად ალფონსოს ბიძას, [[ლეონი]]ს მეფეს, [[ფერდინანდ II (ლეონი)|ფერდინანდ II]]ს, უხმეს. როდესაც ალფონსო გაიზარდა, იგი [[ავილა]]ს მოქალაქეებისა და ერთგული აზნაურების თანხლებით კასტილიის ქალაქების სანახად წავიდა, თავისი უფლებების აღიარების მოსათხოვნად. როდესაც იგი [[1166]] წელს [[ტოლედო]]ში ჩავიდა, მას ხალხი სიხარულით შეეგება. მისი მომხრეების რიცხვი მატულობდა. მან დაიწყო ციხესიმაგრეების დაბრუნება, რომლებიც კასტროების, ლარების, ლეონისა და სხვა დამოუკიდებელი მთავრების ხელში იყო. ეს ომი, რომლის მიზანიც კასტილიაში წესრიგის დამყარება იყო, დამთავრდა [[1180]] წელს ფერდინანდთან სამშვიდობო ხელშეკრულებით.