ელო ანდრონიკაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
| გამორჩეული როლები =
}}
'''ელო (ელენე) იოსების ასული ანდრონიკაშვილი''' (დ. [[27 აპრილი]], [[1883]], [[კარდანახი]], [[სიღნაღის მაზრა]] ― გ. [[12 მარტი]], [[1956]], [[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]]) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, [[საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი]] ([[1944]]).
 
==ბიოგრაფია==
1905–1907 წლებში პარიზის [[სორბონის უნივერსიტეტი]]ს მსმენელი. 1912–1923 წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესიული მსახიობი თბილისში და სხვა ქალაქებში. როლებში: რუქაია და გაიანე ([[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი]]ს „ღალატი“), კაროჟნა ([[დავით კლდიაშვილი]]ს „დარისპანის გასაჭირი“), ჰანელე ([[გერჰარტ ჰაუპტმანი]]ს „ჰანელე“), კატიუშა მასლოვა ([[ლევ ტოლსტოი]]ს „აღდგომა“) და სხვა. იყო [[თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი]]ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. თარგმნა [[ოსკარ უაილდი]]ს „ჰადუის დედოფალი“, კადელბურგის [[გუსტავ კადელბურგი]]ს „შავი ლაქა“, [[ალექსანდრე ოსტროვსკი]]ს „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“ და სხვა პიესები.
 
ცნობილი იყო როგორც ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი.