სუნ იატსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

(გადარჩენა 3 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
[[1892]] წელს დაამთავრა [[ჰონკონგი]]ს სამედიცინო ინსტიტუტი. [[1894]] წელს დააარსა ანტიმანჯურიული რევოლუციური ორგანიზაცია „[[ჩინეთის აღორძინების კავშირი]]“. აჯანყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. მოგზაურობდა [[ევროპა]]ში, [[აშშ]]-ში, [[კანადა]]ში და [[იაპონია]]ში, რევოლუციური ბრძოლისათვის ფულის შესაგროვებლად. [[1905]] წელს [[ტოკიო]]ში გამოაცხადა რევოლუციური ორგანიზაციის [[ტუნმენხოი]]ს ჩამოყალიბების შესახებ.
 
[[1911]] წელს უჩანის აჯანყების წარმატებით დასრულების შემდეგ დაბრუნდა ჩინეთში და არჩეულ იქნა [[ტაივანი|ჩინეთის რესპუბლიკის]] დროებით პრეზიდენტად. სამიოდე თვეში იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან საიმპერატორი არმიის მტავარსარდლისმთავარსარდლის [[იუან შიკაი]]ს სასარგებლოდ. [[1912]] წელს ჩამოაყალიბა პარტია [[გომინდანი]]. [[1913]] წელს გამოაცხადა მეორე რვოლუციის დაწყება, მაგრამ განიცადა ფიასკო და გაიქცა [[იაპონია]]ში.
 
სუნ იატსენი გარდაიცვალა სიმსივნით [[1925]] წლის 12 მარტს პეკინში. საკუთარი ანდერძის მიხედვით დაკრძალეს ცზინცზინშანის მთაზე [[ნანკინი|ნანკინში]], მავზოლეუმში რომელიც [[ლენინის მავზოლეუმი]]ს მსგავსად იქნა მოწყობილი.