ალპური თეთრყვავილა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
'''ალპური თეთრყვავილა''' ({{lang-la|Galanthus alpinus}}) — [[ბოლქვიანი მცენარეები|ბოლქვიანი]] [[მცენარეები|მცენარე]] [[ამარილისისებრნი|ამარილისისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. [[ფოთლები]] მთელ სიგრძეზე თანაბარია, 8–10 [[მმ]] სიგანის, ქვემოდან – ქედიანი. საყვავილე ღერო სიგრძეში ფოთლებს ბევრად აღემატება. [[ყვავილი|ყვავილები]] დიდი ზომისაა. [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფრის]] გარეთა სეგმენტები ნიჩბისებურ-კოვზისებურია, შიგნითა – სოლისებური, წვერში ამოკვეთილი, გულის ფორმის მწვანე ლაქით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს თებერვალ-მაისში. გავრცელებულია [[კავკასია]]სა და [[მცირე აზია]]ში. მიიჩნევა კავკასიის ეკორეგიონის ენდემად. [[საქართველო]]ში თითქმის ყველგან გვხვდება, თუმცა სპორადულად. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებსა და მდელოებზე.