ალპური თეთრყვავილა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ალპური თეთრყვავილა''' — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა...
(განსხვავება არ არის)

13:43, 12 მარტი 2021-ის ვერსია

ალპური თეთრყვავილა — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. ფოთლები მთელ სიგრძეზე თანაბარია, 8–10 მმ სიგანის, ქვემოდან – ქედიანი. საყვავილე ღერო სიგრძეში ფოთლებს ბევრად აღემატება. ყვავილები დიდი ზომისაა. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ნიჩბისებურ-კოვზისებურია, შიგნითა – სოლისებური, წვერში ამოკვეთილი, გულის ფორმის მწვანე ლაქით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს თებერვალ-მაისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. მიიჩნევა კავკასიის ეკორეგიონის ენდემად. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, თუმცა სპორადულად. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებსა და მდელოებზე.