ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Veres xvtismshoblis eklesia.jpg|300px|მინი|ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია]]
[[ფაილი:Veres ghvtismshoblis eklesia.jpg|300px|მინი|ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია]]
'''ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[გორის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[გარდატენი]]დან 5,5 კილომეტრის მოშორებით, მდინარე [[ვერე]]ს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება [[VII საუკუნე|VII საუკუნით]], გადაკეთებულია [[XI საუკუნე]]ში.
[[ფაილი:Fragmenti.jpg|370px|მინი|ვერეს ღვთისმშობლის ფრაგმენტები]]
 
შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5 [[მეტრი|მ]]). შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. [[აფსიდი|აფსიდში]] და დასავლეთ კედელში თითო [[სარკმელი]]ა, გრძივ კედლებში — ორ-ორი. თითო სარკმელი სადიაკვნის და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა. მაღალი შუა ნავი ბემითა და ნახევრადოვალური აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე [[სამკვეთლო]] და [[სადიაკვნე]]ა. მათ შესასვლელები გვერდის ნავებიდან აქვთ. შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია ორ წყვილ დაბალ და მასიურ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი [[თაღი|თაღებით]] (ამ თაღებზეა დაშენებული შუა ნავის გრძივი კედლები), ხოლო ბემა თავის მხრივ შუა ნავისაგან გამოყოფილია ვიწრო და დაბალი თაღებით. ბურჯებზე დაყრდნობილია გრძივი კედლების [[პილასტრი|პილასტრები]], რომელთა პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა შუა ნავის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.