ატენის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64:
 
== ფასადი ==
[[ფაილი:Fasadi.jpg|360px|მინი|ატენის სიონი]]
[[ფაილი:ატენის სიონი.JPG|მინი|ატენის სიონი, 2013]]
ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. შიგნიდან მომრგვალებულ აფსიდს გარეთ შეესატყვისება სამწახნაგოვანი შვერილი, რომელსაც ბრტყელი თაღოვანი ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების გლუვი კედლები. გუმბათის ყელი — მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი — ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატენის_სიონი“-დან