ატენის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
 
== მოხატულობა ==
[[ფაილი:Moxatuloba.jpg|370px|მინი|ატენის სიონის საკურთხევლის მოხატულობა]]
ატენის სიონის ინტერიერში, [[ბათქაში]]ს ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი [[დეკორი]]ს ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახალი მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი რომელიც არაუგვიანეს VII საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება, — აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია „დამცველობითი ფუნქციის“ განედლებული ჯვრები.
 
 
ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით განირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: [[გუმბათი]]ს კამარაში — ჯვარი, გუმბათის ყელში წინასწარმეტყველები, ტრომპებზე მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია [[ღვთისმშობლის ნიკოპეა]], ბემის კამარაზე — [[იესო ქრისტე|ქრისტე ყოვლისმპყრობელი]] და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე — თორმეტი მოციქული, ცენტრში — პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის ათი მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წითხლებზე — ორი მესვეტის, აფსიდის შვერილებზე — ორი დიაკვნისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატენის_სიონი“-დან