ხაშმის სამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
 
==ძეგლის აღწერა==
ეკლესიას გარს უვლის ქვის [[გალავანი]], შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი [[კოშკი]]დან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე [[ეპისკოპოსი]]ს სასახლე, [[სამრეკლო]] და [[მარანი]]. ეკლესია [[ბაზილიკა|ბაზილიკის]] ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. [[აფსიდი]]თ დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. [[ეკლესია]] რამდენიმეჯერ საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
 
==იხილეთ აგრეთვე==