იბრაჰიმ ისფაჰანლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
კატეგორიის შეცვლა
ხაზი 20:
| გამორჩეული როლები =
}}
'''იბრაჰიმ ისფაჰანლი''' ({{lang-az|İbrahim İsfahanlı}}; დ. 1887, ტფილისი — გ. [[10 ოქტომბერი]], [[1967]], [[თბილისი]], [[საქართველოს სსრ]], [[სსრკ]]) — [[აზერბაიჯანელი]] საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი. [[საქართველოს სახალხო არტისტი|საქართველოს სს რესპუბლიკის სახალხო არტისტი]] (1931).
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 32:
ჯერ კიდევ ბავშვობაში, [[ზუბალაშვილების სახალხო სახლი|ზუბალაშვილების სახალხო სახლში]], როდესაც იგი ესწრებოდა თვითნასწავლი — აზერბაიჯანელი მსახიობების სპექტაკლებს, მას შეუყვარდა თეატრი. 1909 წელს იბრაჰიმმა ითამაშა თავის პირველ სპექტაკლში — ოფიცრის მეუღლე. იგი თამაშობდა მოხეტიალე აზერბაიჯანულ ტრუპებში. გასტროლებზე იმყოფებოდა ირანში (1916), თურქეთში (1918–1919, 1922).
 
დრამატურგების [[ნარიმან ნარიმანოვი|ნარიმან ნარიმანოვის]], [[აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი|აბდურაჰიმ ჰაგვერდიევისა]] და ცნობილი მსახიობების გ.არაბლინსკის, სითგი რუჰულის ხელშეწყობით იქცა აზერბაიჯანული ეროვნული თეატრის მსხვილ მოღვაწედ.
 
1921 წლიდან დგავდა სპექტაკლებს, როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა [[თბილისის აზერბაიჯანული თეატრი |აზერბაიჯანულ თეატრს თბილისში]] (1926–1928 — მთავარი რეჟისორი). 1928 წლის ოქტომბერში გადავიდა [[ბაქოს აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი|ბაქოს აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატულ თეატრში]]. როლებიდან აღსანიშნავის: იაგო, ოტელო, ჰამლეტი (უილიამ შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“), ფრანც მოორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ჯაფარი ([[ჯაფარ ჯაბარლი ]] ს „ცეცხლის საცოლე“), ანზორი ([[სანდრო შანშიაშვილი]]ს „ანზორი“). 1930 წლის იანვარში თავისი ძველი კოლეგების დაჟინებული თხოვნით იგი დაბრუნდა თბილისში.
 
1934 წელს სსრკს სახელმწიფო დონეზე მიიღო მხარდაჭერა საკოლმეურნეო თეატრებმა და ისფაჰანლიმ დაიწყო ადიგიუნის საკოლმეურნეო თეატრის ხელმძღვანელობა (აზერბაიჯანის სსრკ რესპუბლიკის საათლის რაიონის „ადიგიუნის“ კოლმეურნეობა), სადაც მან იღვაწა 1934-1936 წლებში. 1936 წლიდან იგი კვლავ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.
 
ორი წლით (1947-1949) იგი გაემგზავრა აზერბაიჯანში, იგი იყო ზაქათალის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი (1947 წლის ივნისიდან) და ყაზახის (1948 წლის მაისიდან). მათი დახურვის შემდეგ 1949 წელს, კვლავ დაბრუნდა თბილისში, ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეებს [[დმანისი|დმანისში]], მუშაობდა [[საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია|საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის]] აზერბაიჯანული ესტრადის ანსამბლში.
 
დაკრძალულია თბილისში, ძველ მუსულმანურ სასაფლაოზე (დღეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია).
ხაზი 50:
 
[[კატეგორია:დაბადებული 1887]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 10 ოქტომბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1967]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი მსახიობები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები]]