ნიორი: განსხვავება გადახედვებს შორის

12 ბაიტი დაემატა ,  6 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
| რანგი = სახეობა
}}
'''ნიორი''' ({{lang-la|Allium sativum}}) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] [[ბოლქვიანი მცენარეები|ბოლქვიანი მცენარე]] [[შროშანისებრნიამარილისისებრნი|შროშანისებრთაამარილისისებრთა]] ოჯახისა. ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში. აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი. ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი — 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60-150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია.
 
ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ბოლქვსა და მწვანე მასას იყენებენ საჭმელად, კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში. ნიორის კბილი შეიცავს 35-42% მშრალ ნივთიერებას, 6,0-7,9% ნედლ ცილას, 7,0-28,8 მგ C ვიტამინს, 0,5% რედუცირებულ შაქარს, 20-27% პოლისაქარიდებს და სხვა.