უზეირ ჰაჯიბეკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მუსიკოსი}}
 
[[ფაილი:First "Majnun" of "Leyli and Majnun" opera - G.Sarabsky, Baku. 1908.jpg|მინი|ჰაჯიბეკოვი ოპერაში „ლეილი„ლეილა და მჯნუნი“მეჯნუნი“, [[ბაქო]], [[1908]]]]
'''უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი''' (დ. [[17 სექტემბერი]] <small>[ძვ. სტ. 5 სექტემბერი]</small>, [[1885]], სოფ. [[აღჯაბადი]], შუშის მახლობლად — გ. [[23 ნოემბერი]], [[1948]], [[ბაქო]]) — [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი ([[1938]]), [[აზერბაიჯანი]]ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1945]]). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.
 
== ბიოგრაფია ==
სწავლობდა [[მოსკოვი]]ს ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და [[პეტერბურგი]]ს [[კონსერვატორია]]ში ([[1914]]). ჰაჯიბეკოვის პირველმა [[ოპერა]]მ „ლეილი„ლეილა და მაჯნუნი“მეჯნუნი“ ([[1908]]) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ასლი და ქერემი“ ([[1912]]), „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“ ([[1912]], ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „ქოროღლუ“ ([[1937]], სსრკ სახელმწიფო პრემია, [[1941]]); ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ ([[1900]]), „ეს თუ არა, ის“ ([[1910]]), „არშინ მალ ალან“ ([[1913]], ამავე სახელმწიფო ფილმისათვის [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], [[1946]]). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, [[1938]]-[[1948]] იყო [[აზერბაიჯანის კონსერვატორია |აზერბაიჯანის კონსერვატორიის]] (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა [[1949]]-იდან) [[პროფესორი]] და დირექტორი. [[1931]] ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, [[1936]] — სახელმწიფო [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]]. [[1945]]-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა „სამშობლო და ფრონტი“, რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: „სენსიზი“ („უშენოდ“) და „სევგილი ჯანანი“ („სატრფო“). ჰაჯიბეკოვი ავტორია [[აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი]]სა ([[1945]]), [[სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭო|სსრკ I]] და [[სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭო|II მოწვევების უმაღლესი საბჭო]]ს დეპუტატი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით.
 
==სქოლიო==