იაკობ ცურტაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 19:
იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და [[დრამა]]ტული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისა]] და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-[[სახელმწიფო]]ებრივი [[დამოუკიდებლობა]]. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, [[საეკლესიო ორგანიზაცია]], ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. „შუშანიკის მარტვილობა“ ადრევე ითარგმნა [[სომხური ენა|სომხურ ენაზე]], ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს „შუშანიკის მარტვილობის“ მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც [[სომხური ენა|სომხური]] მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არაუგვიანეს [[940]]-ისა.
 
ძეგლი პირველად გამოსცა [[საბინინი, მიხეილი|მ. საბინინმა]] ([[1882]]), [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა [[პეეტერსი, პაულ|პ. პეეტერსმა]] ([[1935]]), [[რუსული ენა|რუსულად]] — [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძემ]] ([[1956]]), [[დონდუა, ვარლამ|ვ. დონდუამ]] (გამოქვეყნდა [[1978]]), [[ფრანგული ენა|ფრანგულად]] — [[წულაძე, სერგი|ს. წულაძემ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურად]] — ე. ფულერმა, [[გერმანული ენა|გერმანულად]] — [[ამაშუკელი, ნელი|ნ. ამაშუკელმა]], [[ესპანური ენა|ესპანურად]] — [[იშტვანოვიჩი, მარტონ|მ. იშტვანოვიჩმა]], ნიდერლანდურად — ა. ჯავახაძემ (2018). ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის [[ლანგი, დევიდ|დ. ლანგს]] ([[1956]]). [[1978]] ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავი. [[იუნესკო|იუნესკოს]] გადაწყვეტილებით [[1979]]—[[1983]] აღინიშნა „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.
 
==რესურსები ინტერნეტში==