სოფოკლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
წარმოშობით შეძლებული ფენიდან იყო. მიიღო გიმნასტური და მუსიკალური განათლება. დრამატურგიაში გაიწაფა [[ესქილე]]ს ხელმძღვანელობით. [[ძვ. წ. 480]] სალამინის გამარჯვების ზეიმზე 16 წლის ჭაბუკი მეთაურობდა ყრმათა გუნდს. მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაახლოებული იყო ათენის სახელმწიფო თავკაცთან - ჰერიკლესთან. [[ძვ. წ. 443]] ეჭირა ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინადრის თანამდებობა, [[ძვ. წ. 441]] იყო სტრატეგოსი. [[ძვ. წ. 420]] აირჩიეს ასკლეპიოსის კულტუს ქურუმთავრად. სიკვდილის შემდეგ წმინდა ადგილის "გმირად"„გმირად“ შერაცხეს და თაყვანს სცემდნენ როგორც ღვთაებას.
 
== შემოქმედება ==
სოფოკლეს შემოქმედება ბერძნული ტრაგედიის განვითარების ახალი საფეხურია. დრამატურგიაში მან შეიტანა რამდენიმე არსებითი სახის სიახლე: ადრინდელი 2 მსახიობის ნაცვლად გამოიყენა 3 და ამით გაზარდა მოქმედების როლი. გუნდის წევრთა რიცხვი 12-იდან 51-მდე აიყვანა და შეასუსტა მისი შინაარსობრივი მხარე. უარყო ტრაგიკულ აგონში (შეჯიბრებაში) ტეტრალოგიებით (ტრაგიკული ტრილოგიითა და 1 სატირული დრამით) მონაწილეობის ტრადიცია და დააწესა ცალკეულ ტრაგედიათა სიუჟეტური დამოუკიდებლობა. გაამარტივა ტრაგედიის ენა.
 
სოფოკლეს შეუთხზავს 123 დრამა, მონაწილეობა მიუღია ტრაგიკოს პოეტთა 30 აგონში და მოუპოვებია 24 პირველი ჯილდო. პირველი გამარჯვებისათვის [[ძვ. წ. 468]] მიუღწევია ესქილესთან შეჯიბრებაში. სოფოკლეს მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია შვიდმა ტრაგედიამ: "აიანტი"„აიანტი“, "ანტიგონე"„ანტიგონე“ ([[ძვ. 441]]), "ტრაქინელი„ტრაქინელი ქალები"ქალები“, "ოიდიპოს„ოიდიპოს მეფე"მეფე“ (დაახლოებით [[ძვ. წ. 425]]), "ელექტრა"„ელექტრა“, "ფილპქტეტე"„ფილპქტეტე“ ([[ძვ. წ. 409]]), "ოიდიპოსი“ოიდიპოსი კოლონოსში"კოლონოსში“ (დაიდგა [[ძვ. წ. 401]]). დანარჩენი თხზულებებიდან გადარჩენილია ფრაგმენტები და სათაურები. გარდა ამისა, ეგვიპტის პაპირუსებში აღმოჩნდა მოზრდილი ნაწყვეტები 2 სატირული დრამისა ("კვალის„კვალის მაძიებელი"მაძიებელი“, "ინაქე"„ინაქე“) და ერთი ტრაგედიისა ("ევრიპიდე"„ევრიპიდე“).
 
ტრაგედიათა სიუჟეტები აღებულია მითებიდან. მითი სოფოკლეს ტრაგედიების გარეგნული სამოსელია, რომელშიც პოეტი თანადროულ შინაარსს დებდა. მას თავისი სოციალურ-პოლიტიკური იდეალებით ზომიერი დემოკრატიული პოზიცია ეკავა. ათენის სახელმწიფოს ძლევამოსილების დროს სოფოკლე სავსებით იზიარებდა [[პერიკლე]]ს მიმართულებას და თეატრის სცენიდან მაშინდელი საზოგადოების მოწინავე იდეებს ქადაგებდა.
ხაზი 14:
ეპოქის ცენტრალური პრობლემა იყო ადამიანი, მისი დამოკიდებულება რელიგიას, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა კოლექტივისადმი. ხელოვნება და ლიტერატურის მთავარი მიზანია შექმნას იდეალური სახე სრულყოფილი ადამიანის - მოქალაქისა, რომელშიც ჰარმონიულადაა შეხამებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე და სათნოება, სიდიადე და სილამაზე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება. ამ კომპონენტთა ერთიანობით იქმნება კალოკაგათია - იმდროინდელი ფილოსოფიისა და მწერლობის უმქღლესი იდეალი. სოფოკლე თავისი შემოქმედებით ამ იდეალს ემსახურებოდა. მისი ტრაგედიების მთავარი გმირი არის კალოკაგათიის განსახიერება - სრულყოფილი, მტკიცე ხასიათის, უკომპრომისო პიროვნება.
 
სოფოკლემ შექმნა "ხასიათის„ხასიათის ტრაგედია"ტრაგედია“, რომლის გმირები ისწრაფვიან სრულყოფისაკენ ("აიანტი"„აიანტი“, "ფილოქტეტე"„ფილოქტეტე“, "ელექტრა"„ელექტრა“). სიყვარულის ტრაგედიის გმირია ნაზი და სათნო დეიანირა ("ტრაქინელი„ტრაქინელი ქალები"ქალები“). სოფოკლეს იდეები ყველაზე მკვეთრად გამოიხატა ტრაგედიებში "ანტიგონე"„ანტიგონე“ და "ოიდიპოს„ოიდიპოს მეფე"მეფე“. "ანტიგონე"„ანტიგონე“ კომპოზიციის თვალსაზრისით მიჩნეულია სანიმუშო ტრაგედიად, მასში დასმულია ავტორის თანამედროვეობის აქტუალური საკითხი - ძველი ტრადიციული რელიგიის მორალისა და ახალი მორალის ურთიერთდაპირისპირება. "ოიდიპოს„ოიდიპოს მეფე"მეფე“ გამოცნობის ტრაგედიაა. მასში ყურადღება კონცენტრირებულია მთავარი გმირის - თებეს მეფის ოიდოპოსის ხასიათის წარმოჩენაზე. აქ სოფოკლემ ბედისწერის გარდუვალობას დაუპირისპირა ფიზიკურად დაძლეული, მაგრამ სულიერად ამაღლებული და გაუტეხელი პიროვნება.
 
== მემკვიდრეობა ==
ხაზი 20:
 
== ქართული თარგმანები ==
საქართველოში ადრევე დაინტერესდნენ სოფოკლეს დრამატურგიით. ქართული დრამის თეატრმა 1912 დადგა "ანტიგონე"„ანტიგონე“, 1913 - "ოიდიპოს„ოიდიპოს მეფე"მეფე“. "ოდიდიპოს„ოდიდიპოს მეფე"მეფე“ - დადგეს [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეტრმა]] (1956, რეჟისორი დ. ალექსიძე), [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა]] (1978, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე, თ. მესხი) და ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრმა. სოფოკლეს "თებეს„თებეს ციკლის"ციკლის“ ("ოიდიპოს„ოიდიპოს მეფე"მეფე“, "ოიდიპოსი„ოიდიპოსი კოლონოსში"კოლონოსში“ და "ანტიგონე"„ანტიგონე“) ძველბერძნული ორიგინალიდან შესრულებული თარგმანები ეკუთვნის ქართველ პოეტსა და მთარგმნელს გია ხომერიკს: იხ. სოფოკლე, "თებეს„თებეს ტრაგედიები"ტრაგედიები“. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1988.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფოკლე“-დან