ალფონსო III (ასტურია): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ალფონსოს ქანდაკება მადრიდში '''ალფონსო...
(განსხვავება არ არის)

03:35, 3 მარტი 2008-ის ვერსია

ალფონსო III დიდი (ესპ. Alfonso III el Magno) (848 - 20 დეკემბერი 912) ასტუსიის მეფე 866 - 910 წლებში. ორდონიო Iს ვაჟი. იქორწინა ხიმენაზე.

ალფონსოს ქანდაკება მადრიდში

ბიოგრაფია

ალფონსო 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დიდებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს. გრაფ ფრუელას სურდა ახალგაზრდა მეფისთვის ტახტის წართმევა, მაგრამ დიდებულები ალფონსოს ერთგულები დარჩნენ. ფრუელა მოკლეს, ხოლო ალფონსო მეფედ აკურთხეს. მისი 44 წლიანი მართველობის პერიოდში ასტურია გაძლიერდა. მან გააფართოვა თავისი სამფლობელო, შემოიერთა მიწები დუერომდე, დაასახლა იქ კოლონისტები და განამტკიცა წესრიგი. მისი მმართველობის პერიოდში ბევრი ციხესიმაგრე და ეკლესია აშენდა. აღმოსავლეთიდან ქვეყნის დასაცავად მან გაამაგრა ბურგოსი, ხოლო ნორმანებისგან დასაცავად მან ააშენა ზღვისპირეთში ციხე განსო. 900 წელს ოთხ დღიან სამორას ბრძოლაში მეფემ დაამარცხა 60 000ანი არაბული ჯარი. დახოცილი არაბების თავები სამორას ციხეზე იყო გამოკიდული.

მიუხედავად წარმატებებისა, მას უწევდა აჯანყებების ჩახშობა. მისი შვილი გარსია 880 წელს აუჯანყდა, მაგრამ მამამ დაამარცხა და დააპატიმრა. მალე დედამისმა, რომელიც შვილის მხარეს იყო, დიდებულების მეშვეობით მოაწყო შეთქმულება, რომელშიც ორი უმცროსი შვილიც იყო გახვეული. ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 910 წელს ალფონსო მისმა შვილებმა დაამარცხეს და აიძულეს გარსიას სასარგებლოდ უარი ეთქვა ტახტზე. ქვეყანა სამად გაიყო, გარსიას ერგო მთებში გამაგრებული ქალაქი ლეონი, ორდინიოს გალისია, ხოლო ფრუელას ასტურია.

წყარო

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

[[კატეგორია:დაბადებული 848