ილია აფხაზავა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ დაემატა კატეგორია:გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატები გაჯეტ HotCat-ით |
No edit summary |
||
ხაზი 9:
1953–56 წლებში მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954–57 წლებში კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]]. საკანდიდატო დისერტაცა დაიცვა 1964 წელს თემაზე: „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, სადაც მოცემულია მდინარე [[არაგვი]]ს აუზის [[გეოლოგია|გეოლოგიური აგებულების]], [[რელიეფი]]ს, [[ჰავა|ჰავის]], [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური ობიექტების]], [[ფლორა|მცენარეული საფარის]], [[ფაუნა|ცხოველთა სამყაროს]], [[ნიადაგი|ნიადაგების]] საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური]], [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] საკითხები. აგრეთვე, [[პალიასტომი|პალიასტომის ტბის]] ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის]] ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, [[საქართველოს ტბები]]ს სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები.<ref name="ეც" />
[[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]] ილია აფხაზავას დროს ფართოდ გაიშალა გამოკვლევები [[ლიმნოლოგია]]ში.<ref>[http://geography.tsu.ge/index.php?id=124&lang=geo ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი // ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის განყოფილება]</ref> 1975 წელს, [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გამოიცა ილია აფხაზავას [[მონოგრაფია]] „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“), რომელიც შეიქმნა ავტორის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (
ილია აფხაზავა აქტიურად მუშაობდა [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში]], მრავალი სტატია გამოაქვეყნა [[საქართველოს მდინარეების სია|საქართველოს მდინარეებისა]] და [[საქართველოს ტბები|ტბების]] შესახებ. მონაწილეობდა აგრეთვე „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 74).<ref>ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი : [50 წლისთავი]. მეცნიერება, 1984.</ref> იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომების ერთ-ერთი ავტორი.<ref name="ეც" />
ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], [[სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი|სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. კითხულობდა ლექციებს [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ გეოგრაფიასა]] და [[ჰიდროლოგია|ზოგად ჰიდროლოგიაში]].<ref name="ეც">ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.</ref>
ხაზი 17:
== ბიბლიოგრაფია ==
* ტბები-ჩვენი ბუნების მშვენება. თბილისი, 1969;
* Озера Грузии.
* საქართველოს ტბები, თბილისი, 2010.
|