პამელა მელროი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
პამელა მელროი დაიბადა [[1961]] წლის 17 სექტემბერს კალიფორნიის შტატის ქალაქ [[პალო-ალტო]]ში. [[1979]] წელს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში დაამთავრა საშუალო სკოლა და მშობლიურ ადგილად სწორედ მას მიიჩნევს. [[1983]] წელს მასაჩუსეტსის შტატში, უელსის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფიზიკისა და ასტრონომიის დარგში. [[1984]] წელს [[მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი|მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში]] მიიღო [[ფილოსოფიის დოქტორი|დოქტორის]] წოდება [[გეოლოგია|გეოლოგიისა]] და [[პლანეტოლოგია|პლანეტოლოგიის]] მიმართლებით.
 
პამელას ჰყავს მშობლები, დევიდ და ჰელენ მელროები, რომლებიც პიტსფორდში ცხოვრობენ და ქმარი — ქრისტოფერ უელეს უილსონი, რომელიც წარმოშობით კონეკტიკუტიდანაა<ref>{{Cite web|url=http://www.astronautix.com/m/melroy.html|title=Melroy|author=|website=|date=|publisher=astronautix.com|lang=en|accessdate=2019-04-29}}</ref>.
 
==მომზადება ფრენამდე==
 
==ფრენები კოსმოსში==
===პირველი გაფრენაფრენა===
მელროის პირველი ფრენა შატლ დისქავერით შედგა, [[2000] წლის 11-დან 24 ოქტომბრამდე, რომელზეც პილოტის პოზიციას იკავებდა. ფრენის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ხომალდის შეერთება, ფერმერული კონსტრუქცია Z1-ისა და ჰერმეტული ხუფის სადგურამდე მიტანა.
 
ფრენის მანძილზე ორჯერ იმყოფებოდა ღია კოსმოსში. პირველად [[2000]] წლის 16 ოქტომბერს — შვიდი საათისა და შვიდი წუთის განმავლობაში; მეორედ 18 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ორმოცდათექვსმეტი წუთს განმავლობაში. მთლიანმა ფრენას კი 12 დღე 21 საათი და 44 წუთი შეადგენდა<ref>{{Cite web|url=https://www.nasa.gov/mission_pages/shuttle/shuttlemissions/archives/sts-92.html|title=NASA - STS-92|author=Lynda Warnock: KSC|website=|date=|publisher=nasa.gov|lang=en|accessdate=2019-04-29}}</ref>.
 
===მეორე გაფრენაფრენა===
მელროის მეორე ფრენა, მისიით STS-112, ატლანტისის შატლით [[2002]] წელს, 7-დან 18 ოქტომბრამდე შედგა. მისიის ძირითად მიზანს სადგურამდე სამეცნიერო აპარატურისა და ტვირთის მიტანა იყო. აღნიშნულ პერიოდში მან სამჯერ შეასრულა სამუშაოები ღია კოსმოსში. პირველად [[2002]] წლის 10 ოქტომბერს — შვიდი საათისა და ერთი წუთის, მეორედ 12 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ოთხი წუთის, მესამედ კი 14 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ოცდათექვსმეტი წუთის განმავლობაში.
ფრენის ხანგრძლივობა მთლიანობაში 10 დღე 19 საათი და 59 წუთი იყო<ref>{{Cite web|url=https://www.nasa.gov/mission_pages/shuttle/shuttlemissions/archives/sts-112.html|title=NASA - STS-112|author=Lynda Warnock: KSC|website=|date=|publisher=nasa.gov|lang=en|accessdate=2019-04-29}}</ref>.
 
===მესამე გაფრენაფრენა===
მისი მესამე ფრენა, შატლ დისქავერით [[2007]] წლის 23 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის შუალედში განხორციელდა. ამ მისიაში ( STS-120) ის შატლის მეორე ქალი მეთაური იყო. მისიის ხანგრძლივობა 15 დღეს 2 საათსა და 23 წუთს შეადგენდა<ref>{{Cite web|url=https://www.nasa.gov/mission_pages/shuttle/shuttlemissions/sts120/mission_overview.html|title=NASA - STS-120 to Deliver Harmony Node to ISS|author=Tuong Tran : JSC|website=|date=|publisher=nasa.gov|lang=en|accessdate=2019-02-07}}</ref>.
 
პამელას კოსმოსში ყოფნის სრული პერიოდი 38 დღეს 20 საათსა და 4 წუთს მოიცავს.
 
==ფრენის შემდგომ==