ვეზუვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
კი
 
ხაზი 29:
'''ვეზუვი''' ({{lang-it|Monte Vesuvio;}} {{lang-nap|Vesuvio;}} {{lang-la|Mons Vesuvius}}) — მოქმედი ვულკანი [[იტალია|იტალიის]] სამხრეთ ნაწილში, ქალაქ [[ნეაპოლი]]ს აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში. სიმაღლე 1281 მ.<ref>[http://www.peakbagger.com/peak.aspx?pid=10241 Vesuvius, Italy]</ref> ვეზუვი ერთადერთი ვულკანია [[ევროპა|ევროპის]] კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში — [[ეტნა]] და [[სტრომბოლი]] კუნძულებზე მდებარეობს.
 
ვეზუვი ქმნის თითქოსდა ერთმანეთში ჩადგმულ სამ [[ვულკანური კონუსი|კონუსს]]. გარეთა, უძველესი კონუსის ნაშთია მონტე-სომის რკალისებრი ზვინული, რომელიც ვეზუვის მხოლოდ ჩრდილო და აღმოსავლეთ კალთებზეა შემორჩენილი. მის შიგნით ამოზიდულია ძირითადი, ყველაზე მაღალი და უფრო ახალგაზრდა კონუსი — საკუთრივ ვეზუვი, რომლის მწვერვალშიამწვერვალში [[ვულკანური კრატერი|კრატერია]].<ref name="ქსე" />
 
[[ვულკანური კრატერი]]ს ფსკერზე პერიოდულად ჩნდება მესამე, დროებითი კონუსი, რომელიც ქრება ძლიერი ამოფრქვევების დროს (მაგალითად 1906 წელს). ვეზუვის ძირითადი კონუსის მოხაზულობა და სიმაღლე ცვალებადია; იგი შედგება [[ლავა|ლავისა]] და ვულკანური ტუფის შრეებისაგან. ლავისა და ტუფის გამოფიტვის შედეგად ვეზუვის კალთებზე ნაყოფიერი [[ნიადაგი]] წარმოიქმნება. კალთების ქვედა ნაწილში ხეხილის ბაღები და ვენახებია, უფრო ზევით, 800 მ სიმაღლემდე, [[ფიჭვი]]ს კორომებია. ამოფრქვევების დროს ეს ნარგავები და დასახლებული პუნქტები ზიანდება.<ref name="ქსე">{{ქსე|4|345||არა}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეზუვი“-დან