ადოლფი (გერმანიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ადოლფი [[ნასაუ]]ს გრაფი არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ 1292 წლის მაისში, გარდაცვლილი [[რუდოლფ I]]ს ნაცვლად. გერმანელ დიდებულებს იმედი ჰქონდათ რომ ადოლფი უფრო მორჩილი იქნებოდა ვიდრე რუდოლფ [[ჰაბსბურგი]]. იგი მართლაც ბევრს დაპირდა კენჭისყრამდე, მაგრამ არჩევის შემდეგ [[კურფურსტები]]სთვის სრულიად მოულოდნელად მოიქცა. იგი რუდოლფის მსგავსად ცდილობდა შეესყიდა მემკვიდრეობითი მამულები.
 
მან მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მეფე [[ედუარდ I (ინგლისი)|ედუარდ I]]-თან და დაპირდა [[საფრანგეთი]]ს წინააღმდეგ ომის დაწყებას, რისთვისაც 100 000 [[გირვანქა სტერლინგი]] მიიღო, მაგრამ ადოლფმა მოატყუა ინგლისის მეფე. ამ ფულით მან აღჭურვა ჯარი და [[1294]] წელს ჩაერია ტიურინგის ლანდგრაფისა და მისი პირველი ქორწინების შვილების ომში. ამ ომით ადოლფის მტრებმა ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გაილაშქრნენ. [[1298]] წლის თებერვალში გერმანელი დიდებულები [[ვენა]]ში შეიკრიბნენ და [[ავსტრია|ავსტრიის]] ჰერცოგ [[ალბრეხტ I (სრი)|ალბერტთან]] მოილაპარაკნენ ადოლფის ჩამოგდებაზე. ადოლფსა და ალბერტს შორის ომი დაიწყო. ივნისში კურფიურსტები [[მაინცი|მაინცში]] შეიკრიბნენ და განაცხადეს რომ ართმევენ მეფეს ძალაუფლებას, და დაადანაშაულეს ადოლფი სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, ეკლესიის შეურაცხყოფაში და დიდებულთა უფლებების დარღვევაში. ახალ მეფედ ალბერტ ავსტრიელი გამოაცხადეს.
 
ალბერტი [[გელგეიმი]]ს მახლობლად გამაგრდა. 2 ივნისს, გამთენიისას ადოლფმა შეუტია ავსტრიელებს. ამ უკანასკნელებმა მოჩვენებით უკან დაიხიეს და მეფის ჯარები მხედრებისთვის არახელსაყრელ პოზიციაზე შეიტყუეს. გაჩაღდა ბრძოლა, ადოლფი ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლა და შუადღისკენ იგი მოკლეს.