გაგრის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
დღევანდელი გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველეს დროს I საუკუნემდე ეგრისში შედიოდა. II-III საუკუნეებიდან ეს მხარე თანდათანობით აბაზგებმა დაიკავეს. VI საუკუნეში იგი აბაზგიის (აფხაზთა) სამთავროს ეკუთვნოდა და ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნის დასასრულიდან „აფხაზთა სამეფოში“, ხოლო X საუკუნის დასასრულიდან ერთიანი საქართველოს სამეფოში იყო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ამ ტერიტორიას აფხაზეთის ერისთავები მართავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან აფხაზეთის სამთავროში შედიოდა.
[[1864]] წელს [[აფხაზეთის სამთავრო]]ს გაუქმების შემდეგ გაგრის ტერიტორია [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] [[სოხუმის ოკრუგი|სოხუმის ოკრუგში]] გაერთიანდა. [[1904]] წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით [[შავი ზღვის გუბერნია|შავი ზღვის გუბერნიის]] [[სოჭის ოკრუგი]]ს შემადგენლობაში გადავიდა<ref>[http://www.nlr.ru/e-res/law_r/search.php Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIV, ბრძ. 25568, გვ. 1233-1234]</ref>, რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა [[ბზიფი
[[1917]] წლის დეკემბერში გაგრისა და ბზიფის რაიონები სოხუმის ოკრუგს დაუბრუნდა. [[1918]] წელს [[სოჭის კონფლიქტი]]ს დროს ქართულმა მხარემ [[ტუაფსე]]მდე დაიკავა სოჭის ოკრუგის ტერიტორია. [[1919]] წელს რუსეთის მენშევიკთა არმიამ [[ანტონ დენიკინი]]ს მეთაურობით, შესძლო სოჭის ოკრუგის ქართული ძალებისაგან განთავისუფლება. გარკვეული პერიოდი არსებობდა დავა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით და ბოლოს [[1920]] წლის 7 მაისს [[რსფსრ|საბჭოთა რუსეთსა]] და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]ს შორის გაფორმებული [[მოსკოვის ხელშეკრულება (1920)|მოსკოვის ხელშეკრულების]] საფუძელზე საზღვარი მდინარე ფსოუზე დადგინდა. მიუხედავად საქართველოსა და რსფსრ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა შეტანილი „სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების“ ({{lang-ru|Документы Внешней Политики СССР}}) ნუსხაში.
|