ჯვრის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 88:
 
[[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი]], მისი დროის გამოჩენილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და მწიგნობარი იყო. 1643-1649 წლებში ის იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის ქართველ ბერთა წინამძღოლი. ზუსტად ამ პერიოდში მიჰყო ხელი მან წმინდა მიწაზე ქართველთა უმთავრესი სავანის — ჯვრის მონასტრის შეკეთება-განახლებას. ამის სამახსოვროდ ჯვარის მამამ მთავარ ტაძარში რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერა დატოვა; მათ შორის, ბრინჯაოს დისკოზე, რომელიც ეკლესიის შუაგულში, ზუსტად გუმბათის ქვეშ, იატაკის მოზაიკურ წყობაში იქნა ჩართული. 55 სმ დიამეტრის დისკოს წრიულად გასდევდა ლამაზი ასომთავრული ხელრთვით (ასოთა სიმაღლე 15 სმ სიმაღლის) შესრულებული, ალაგ-ალაგ დაქარაგმებული წარწერა:
{{ციტირება|მ(ა)მ(ა)ნო, დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენ(ე)თ მე, ც(ოდვილ)ი ჯ(ვარის მამა)ი ნიკ(იფორე), ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა(=1643 წ.).}}
 
1960-იან წლებში გადაღებულ ფოტოსურათებზე დისკო ჯერ კიდევ ძველ ადგილას, მოზაიკურ იატაკზე იყო განთავსებული; გამოიყურებოდა ნორმალურად და მასზე ამოღარული წარწერაც მშვენივრად იკითხებოდა. მაგრამ, 1969-1973 წლებში ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის რესტავრაციის პროცესში, როცა ადგილიდან იატაკის საფრის დროებით მოხსნა გახდა საჭირო, დისკო მოზაიკის წყობიდან ამოიღეს და მას შემდეგ ის მოძრავ ექსპონატად გადაიქცა. 2002 წელს წმინდა მიწის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი ექსპედიციის წევრებმა ეს ნივთი დაცვის მიზნით მონასტრის ქვედა სართულზე მოწყობილ მუზეუმში გადაიტანეს. 2018-2019 წლების შუალედში დისკო უკვალოდ დაიკარგა<ref>ხურცილავა ბ., ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისეული დისკო უკვალოდ გაქრა, „ისტორიანი“, № 6 (103), ივლისი 2019, გვ. 6-8</ref>.