ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
ძარის ტრაგედიის უცხოენოვან ვიკიში არის პირდაპირი ცილისწამება, სადაც გაუხსნელ ქეისს აწერენ ქართულ ჯარს და ზვიად გამსახურდიას ფლანგს, რაც თავშივე ცილისმწამებლურია, რადგან 90-იანების დასაწყისში ანტიქართული ისტერიის და ხელის შეშლის ფონზე არ მიუშვეს გამოძიება სეპარატისტულ ცხინვალში და "ქართული ჯარი" ჩავანაცვლე უცნობი შეიარაღებული ბანდფორმირებით. ერთხელ ჩავასწორე და დავუფიქსირე იქვე, რო აღნიშნული სტატია ცილისწამებაზეა აგებული და რუსულ პროპაგანდას ნუ უწევენ დახმარებას, რაზეც იგნორი მივიღე და მაინც ისე დატოვეს, როგორც იყო. მეორედაც ჩავასწორე და ამჯერად უფრო უკმეხად დავაფიქსირე პოზიცია, რაზეც ვიღაც სტატიების ავტორების მცველმა აქეთ შემომიტია, თავაზიანობა გამოიჩინე მწერლების მიმართო და ჩემი ჩასწორებული (წაშლილი წყაროები) სტატია ისევ წაიშალა. იქვე წყაროებში ქართული ლინკები აქვთ, მაგრამ საერთოდ არ ადასტურებს ქართული მხარის დანაშაულს. მოგიწოდებთ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციას, რო მიხედოთ აღნიშნულ სტატიას და გაასწოროთ ცრუ ინფორმაცია.
::წესით უცხოურ ვიკიპედიაში დაწყებულ კონფლიქტებში ჩარევა არ არის ქართული ვიკიპედიის მოვალეობა, მაგრამ მე ინდივიდუალურად ჩავერიე ამ საკითხში, უმჯობესი იქნება ვიკიპედიაში დარეგისტრირდეთ----<font color="red">'''''ჯეო'''''</font><font color="gold">'''''2007'''''</font><sup>[[მომხმარებლის განხილვა:ჯეო|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/ჯეო|წვლილი]]</sub> 10:18, 2 მარტი 2021 (UTC)
 
::ვეთანხმები ჯეოს. ქართული ვიკი ვერ ჩაერევა უცხოენოვანი ვიკის შიგთავსში. ხოლო ცალკე აღებულ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავისმხრივ ჩაერთოს უცხოენოვან ვიკიშიც და წვლილი შეიტანოს მშვიდი, დასაბუთებული არგუმენტაციითა და მსჯელობით. რაც შეეხება ძარის ტრაგედიას, სამწუხაროდ ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს აბსურდული პოზიცია უკავია და იმის მაგივრად რომ ამ ტრაგედიას ყოველწლიურად იხსენებდეს როგორც [[:ru:ГРУ|გრუ]]-ს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ცივსისხლიანი ოპერაცია ერთიანი საქართველოს ერთიანობისა და ამიერკავკასიის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი, ამის ნაცვლად სრულიად იგნორირებულია ეს თემა და მიგდებულია იმავე მხარის ხელში საინფორმაციო იარაღად გამოსაყენებლად, ვინც ეს სასაკლაო მოაწყო. --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 12:06, 6 მარტი 2021 (UTC)