მეი უესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 86:
 
უესტი თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კინოვარსკვლავი იყო. მოღვაწეობის მანძილზე იგი არაერთ პრობლემას შეჯახებია, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად ‒ [[ცენზურა|ცენზურას]]. სასცენო და კინომოღვაწეობის გარდა უესტი წერდა წიგნებსა და პიესებს, გამოდიოდა რადიოსა და ტელევიზიაში და წერდა მუსიკალურ ალბომებს [[როკ-ენ-როლი]]ს ჟანრში. 1999 წელს [[ამერიკის კინოინსტიტუტი|ამერიკის კინოინსტიტუტმა]] კლასიკური ამერიკული კინოს [[AFI-ის 100 წელი... 100 ვარსკვლავი|ქალ ლეგენდებს]] შორის უესტი მე-15 ადგილზე დაასახელა.
 
==ადრეული ცხოვრება, კარიერა და პატიმრობა==
მერი ჯეინ უესტი 1893 წლის 17 აგვისტოს [[ბრუკლინი|ბრუკლინში]] ჯონ პატრიკ უესტისა და მატილდა დელკერის ოჯახში დაიბადა. დელკერი [[აშშ]]-ში 1866 წელს ოჯახთან ერთად [[ბავარია|ბავარიიდან]] ემიგრირდა და ჯონ უესტზე 1889 წელს დაქორწინდა. მათ შვილები [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტულად]] აღზარდეს.
 
უესტის დედა ყოფილი მოდელი იყო, ხოლო მამა – მოკრივე, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი საგამოძიებო სააგენტო დააარსა. მამის მხრიდან უესტი ირლანდიური და ინგლისურ-შოტლანდიური წარმოშობის იყო.
 
უესტის პირველი პროფესიონალური შესრულება 1907 წელს [[ვოდევილი]]ს სცენაზე შედგა, სადაც მან სხვადასხვა ადამიანების პაროდია შეასრულა. კარიერის დასაწყისში იგი იყენებდა ფსევდონიმს „ჯეინ მასტი“. უესტი [[ბროდვეის თეატრი|ბროდვეის]] სცენაზე პირველად 1911 წელს გამოჩნდა. მის შესახებ The New York Times-მა დაწერა, რომ „გოგონამ, სახელად მეი უესტმა, მაყურებელი გროტესკული და ხალისიანი სიმღერითა და ცეკვით ასიამოვნდა.“ მალევე უესტმა მონაწილეობა მიიღო ოპერეტაში Vera Violetta. 1912 წელს იგი მიუზიკლის A Winsome Widow გამხსნელ სცენაში გამოჩნდა.
 
უესტის კარიერული გარღვევა 1918 წელს თეატრალური დადგმით Sometime შედგა, რომელში მონაწილეობის შემდეგაც მისი ფოტო ნოტების გამოცემის ცნობილი ნომრის „Ev'rybody Shimmies Now“ გარეკანზე დაიბეჭა.
 
მალევე უესტმა ფსევდონიმით ჯეინ მასტი თავადაც დაიწყო პიესების წერა. 1926 წელს ბროდვეიზე მისი პიესა სექსი დაიდგა, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა. იგი აგრეთვე დადგმის რეჟისორი და პროდიუსერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიული შეხედულებების მქონე კრიტიკოსებმა პიესა მკაცრად გააკრიტიკეს, მაყურებელთა რიცხვი მაინც მაღალი იყო. პიესის გამო გარკვეულმა რელიგიურმა ჯგუფებმა ქალაქის ხელმძღვანელობას შესჩივლეს, რის შემდეგაც თეატრში სამართალდამცავები შეიჭრნენ და უესტი სხვა მსახიობებთან ერთად დააპატიმრეს.უესტი ჯეფერსონ მარკეტის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც იგი მორალური ბრალდების საფუძველზე გაასამართლეს. 1927 წლიწ 18 აპრილს მსახიობს „ახალგაზრდობის გარყვნისთვის“ ათდღიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. უესტს შეეძლო გირაო გადახდის საშუალებით თავისუფლება მოიპოვებინა, თუმცა მან გადაწყვიტა, თავი არ აერიდებინა სასჯელისთვის, რადგან ეს მის ცნობადობას გაზრდიდა. მსახიობის პატიმრობამ რვა დღეს გასტანა. გათავისუფლების შემდეგ მან მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა, რამაც მის კარიერაზე დადებითაც იმოქმედა.
 
უესტის მომდევნო პიესა ჰომოსექსუალიზმის თემის შესახებ იყო, რომლის პრემიერის ჩატარებასაც იგი ნიუ-იორკში აპირებდა, თუმცა ჩამხშობი ნიუ-იორკის საზოგადოების ძალისხმევის შედეგად პიესა ბროდვეიზე ვერ დაიდგა. დაკავშირებით უესტმა კომენტარი გააკეთა: „ქალაქისხელმღვანელებმა მთხოვეს ჩემი პიესა ნიუ-იორკში არ დამედგა, რადგან ისინი მზად არ იყვნენ იმ არეულობასთან გასამკლავებლად, რაც მას მოჰყვებოდა.“
უესტი ქალთა გათავისუფლების მოძრაობის მხარდამჭერი იყო. 1920-იანი წლებიდან იგი მხარს უჭერდა ჰომოსექსუალთა უფლებებს და საჯაროდ გმობმა სამართალდამცავთა სისასტიკეს გეი ადამიანების მიმართ. უესტი იზიარებდა ფსიქოლოგიურ განმარტებას, რომლის მიხედვითაც გეი ადამიანები კაცების სხეულში მოთავსებული ქალები არიან და შესაბამისად, გეიზე ძალადობა ქალზე ძალადობის ტოლფასია. 1975 წლის წიგნში On Sex, Health and ESP. იგი წერს: „მჯერა, რომ სამყაროს ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ მეტი გაგება მოეთხოვება. ჩემი ფილოსოფიაა: იცხოვრე და სხვადას მიეცი უფლება, იცხოვროს. მჯერა, რომ პირად სივრცეში ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც სურს.“
 
უესტი აგრძელებდა პიესების წერას, რომლებიც ხშირად საჯარო განხილვის საგანი ხდებოდა, რაც მის ცნობადობას, ეს უკანასკნელი კი მის დადგმებზე მაყურებელთა სიმრავლეს უზრუნველყოფდა. უესტის 1928 წლის პიესა Diamond Lil ბროდვეის ჰიტი გახდა. პიესამ დიდი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა, რის გამოც კარიერის მანძილზე უესტმა იგი არაერთხელ დადგა.
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეი_უესტი“-დან