მილაის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
[[ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა|ლიპარის კუნძულებთან ბრძოლის]] წაგების შემდეგ ფლოტი გადაებარა [[გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა]]ს კოლეგას [[გაიუს დუილიუსი|გაიუს დუილიუსს]], რომელსაც აქამდე სახმელეთო ჯარები ებარა. ხოლო სახმელეთი ჯარები სამხედრო [[ტრიბუნი|ტრიბუნებს]] ჩააბარა. რომაელებმა გააცნობიერეს, რომ მათი გემები ბევრად ჩამოვარდებოდა კართაგენულებს სიჩქარეში და მოქნილობაში, ამიტომ მოიგონეს იარაღი, რომესაც [[ყვავი (აბორდაჟი)|ყვავი]] შეარქვეს. გემის წინა ნაწილზე მაგრდებოდა მრგვალი ბოძი, რომელზეც მიმაგრებული იყო კიბე. კიბის აწევ დაწევა ბლოკებით ხდებოდა. ამ მოწყობილობით რომაელ ჯარისკაცებს საზღვაო ბრძოლის დროს შეეძლოთ მტრის გემზე გადასხვა და ხელჩართული ბრძოლა.
 
[[სურათი:Corvus.svg|thumb|რომაულ გემებზე დამაგრებული ”ყვავი”, რომელსაც იგი გამოსდებდნენ მტრის გემს და აბორდაჟზე იღებდნენ.]]
==ბრძოლა==
გაიუს დუილიუსმა შეიტყო რომ კართაგენული ფლოტი ქალაქ [[მილაი]]სთან დგას და ფლოტით მათკენ გასცურა. კართაგენელები რომაელებს მათი გამოუცდელობის გამო ზერელედ უყურებდნენ, მათ 130 გემი გამოუშვეს რომაელთა დასახვედრათ, იმედით რომ გამარჯვება ადვილი იქნებოდა და არ ჩათვალეს საჭიროდ საბრძოლო განაწესის დაცვა. მათ დაინახეს რომაულ გემებზე აღმართული ყვავები, მაგრამ ვერ მიხვდნენ რა შეიძლება ეს ყოფილიყო. როდესაც ფლოტები ერთმანეთს მიუახლოვდნენ, რომაელები ყვავების მეშვეობით კართაგენულ გემებზე გადავიდნენ და გემბანებზე ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა, რაშიც რომაელები უთუოდ უფრო ძლიერები იყვნენ.
 
ასე რომაელებმა დაამარცხეს კართაგენელები და ხელში ჩაიგდეს მეთი ფლოტი. კართაგენელთა მეთაურმა ჰანიბალმა ძლივს მოახერხა ნავით გაქცევა. წამოწეული კართაგენული გემები ცდილობდნენ რომაულ გემებს გვერდებიდან ან უკნიდან მიახლოვებულიყვნენ, მაგრამ ყვავები ტრიალის წყალობით ყველა მიმართულებით სახიფათო იყო. პოლიბიუსის თანახმად, ამ ბრძოლაში კართაგენელებმა 50 გემი დაკარგეს.
[[სურათი:Corvus.svg|thumb|რომაულ გემებზე დამაგრებული ”ყვავი”, რომელსაც იგი გამოსდებდნენ მტრის გემს და აბორდაჟზე იღებდნენ.]]
{{რომის ისტორია}}
 
==წყაროები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მილაის_ბრძოლა“-დან