გაუდინარი არე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Wfm tarim basin.jpg|მინი|]]
[[ფაილი:Uureg Nuur.jpg|მინი|]]
'''გაუდინარი არე''', '''შიგა ჩამონადენის არე''' — არე, სადაც [[ჰავა|ჰავის]] სიმშრალის გამო ზედაპირული წყლები ვერ აღწევენ ვერც შიგა ზღვებამდე და ვერც [[ოკეანე|მსოფლიო ოკეანემდე]]. ამ ტიპის ტერიტორიებით დაკავშირებულია არიდულ — მშრალ ზონებთან, აგრეთვე ბრტყელზედაპირიან ადგილებთან სუსტად გამოხატული [[რელიეფი]]თ. უკავია [[ხმელეთი]]ს ზედაპირის დაახლოებით 20 %.<ref name="bigenc" />
მდინარის წყლის ჩამონადენის ჯამური სიდიდე გაუდინარ არეში შეადგენს წელიწადში დააახლოებით 1,0 ათ. კმ³-ს. გაუდანარი არის გადალახვა შეუძლია მხოლოდ დიდ წყალუხვ [[მდინარე]]ს, რომელიც ნოტიო მხარიდან მოედინება. გაუდინარი არის ფარგლებში ასეთი მდინარეები კარგავენ თავიანთ წყლიანობას და არ იერთებენ მუდმივ შენაკადებს. გაუდინარი არე ჩვეულებრივ, დაკავშირებულია [[არიდული ჰავა|არიდულ ტერიტორიებთან]], იშვიათად გვხვდება ზომიერი კლიმატისა და ბრტყელი რელიეფის პირობებში.<ref name="bigenc" />
გაუდინარი არეების მდინარეები ერთვიან [[გაუდინარი ტბა|გაუდინარ ტბებს]], ან შრებიან აორთქლების, წყლის ხარჯის ინფილტრაციის, სამეურნეო მიზნებში წყლის გადარჩევის შედეგად და ბოლოვდებიან მშრალი [[დელტა|დელტებითა]] და მყარი ნატანის [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსებით]].<ref name="bigenc" />
გაუდინარი არე შეიძლება გავრცელებული იყოს ნებისმიერ [[კლიმატი|კლიმატურ პირობებში]], მაგრამ ჩვეულებრივ, ყველაზე უფრო გვხვდება [[უდაბნო]] ტერიტორიებზე. ფართობით ყველაზე ვრცელი გაუდინარი არეები განლაგებულია [[ავსტრალია]]ში, [[აზია]]ში ([[ტარიმის ღრმული]], [[არალ-კასპიის ღრმული]]), [[აფრიკა]]ში ([[კალაჰარი]], [[ჩადის ტბის ღრმული]]) და სხვა.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/geography/text/2282649 Область внутреннего стока | Большая российская энциклопедия]</ref> [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] წყალშემკრები აუზის ფართობია დაახლოებით 3,1 კმ², რომელთაგან დაახლოებით 1 მლნ. კმ² მოდის გაუდინარ არეებზე.<ref>[https://water-rf.ru/Водные_объекты/870/Каспийское_море «Вода России» | Каспийское море]</ref>
გაუდინარი არე გადაჭიმულია შორს ჩრდილოეთით 55°-იდან დაახლოებით 57°-მდე, რაც [[კონტინენტური კლიმატი]]ს პირდაპირ ეფექტზე მიანიშნებს. მასზე მოდის ხმელეთის ფართობის 50 %-ზე მეტი (ტერიტორია ჩ. 14° 33° და ს. 20° 32° შორის).
ხაზი 14:
გაუდინარი არის ფარგლებში არსებულ წყალსატევს [[გაუდინარი ტბა]] ეწოდება. აღსანიშნავია, რომ [[შავი ზღვა]] როგორც ჩანს, ოდესღაც დამოუკიდებელ ჰიდროლოგიურ სისტემას წარმოადგენდა.
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:კლიმატოლოგია]]
|