წყალმცირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Myjava river 3.jpg|მინი|წყალმცირობა მდინარეზე]]
[[ფაილი:E8092-Bishkek-Alamedin-River.jpg|მინი|წყალმცირობა მდინარეზე]]
'''წყალმცირობა''' — მდინარის [[წყლის რეჟიმი]]ს ფაზა, რომელიც ყოველწლიურად მეორდება ერთსა და იმავე სეზონში, რომელიც ხასიათდება მცირეწყლიანობითა და წყლის დონის ხანგრძლივი დაბალი დგომით. წარმოიქმნება [[მდინარე|მდინარის]] წყლის საზრდოობის შემცირების შედეგად. წყალმცირობა წლის ცივ პერიოდში ძირითადად [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]] საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯია, რომელიც გრძელდება არანაკლებ 10 დღე-ღამის განმავლობაში.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/geography/text/2200013 Межень | Большая российская энциклопедия]</ref>
 
წყალმცირობა განპირობებულია მშრალი ან ყინვიანი ამინდის პერიოდებით, როდესაც მდინარის წყლიანობა [[ზედაპირული ჩამონადენი]]ს ძლიერი შემცირების ან შეწყვეტისას წაშველებულია უმთავრესად გრუნტული კვებით.<ref name="bigenc" />
 
წყალმცირობისას [[მდინარე]]ები როგორც წესი, მხოლოდ მიწისქვეშა წყლით იკვებებიან, რომელიც [[ჰიდროგრაფიული ქსელი]]თაა დრენირებული. იწყება როგორც წესი, [[ზაფხული|ზაფხულში]]. გრძელდება კლიმატური პირობების შესაბამისად, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. უპირისპირდება მდინარის წყლის რეჟიმის სხვა ფაზას — [[წყალმოვარდნა]]ს.<ref>геологический словарь. Том II. М-Я. Москва, 1955.</ref>
 
ზომიერ და მაღალ განედებში განასხვავებენ ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობას. ჭარბ და საკმაოდ ტენიან ზონებში მდინარეებს ჩვეულებრივ, აქვთ მდგრადი გრუნტული კვება, რომელიც განაპირობებს საკმაოდ მაღალ ჩამონადენს ზაფხულის წყალმცირობისას, [[ზამთარი|ზამთრის პერიოდში]] ამ ზონის მცირე მდინარეები შეიძლება ფსკერამდეც გაიყინოს.<ref name="bigenc" />
 
არასაკმარისი [[ტენიანობა|ტენიანობის]] ზონაში, პირიქით, მდინარეებს ზაფხულის წყალმცირობისას ჩვეულებრივ, გააჩნიათ ნაკლები ჩამონადენი, ვიდრე [[ზამთარი|ზამთარში]]; ამ ზონის მცირე მდინარეები ზაფხულის წყალმცირობისას შეიძლება დაშრეს.<ref name="bigenc" />
 
წყალმცირობა ითვლება ხანგრძლივად, თუ მისი დგომის პერიოდი 30 დღეს აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხანმოკლეა.<ref name="bigenc" />
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყალმცირობა“-დან