ლადისლავ კუბალა: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაფართოებული მობილური რედაქტირება
 
ლასლომ ფეხბურთის თამაში Ganz TE-ს საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც 11 წლის ასაკში უკვე 14-16 წლის ყმაწვილების ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, 17 წლის ასაკში კი ძირითად გუნდთან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი. 1945 წელს, 18 წლის ასაკში, ლასლო უნგრეთის ერთ-ერთ უპირველეს გუნდ [[ფერენცვაროში (საფეხბურთო კლუბი)|ფერენცვაროშში]] ჩაირიცხა.
 
მომდევნო წელს ლასლომ მიიღო ჯარიდან გაწვევა და იძულებული გახდა [[ჩეხოსლოვაკია]]ში გადასულიყო საცხოვრებლად სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით. აქ მან ითამაშა [[სლოვანი ბრატისლავა (საფეხბურთო კლუბი)|სლოვანი ბრატისლავას]] და ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდებში. ამ უკანასკნელში მან 6 თამაში ითამაშაჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1947 წელს კუბალა დაქორწინდა ანნა ვიოლა დაუჩიკზე, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის [[:en:Ferdinand Daučík|ფერდინანდ დაუჩიკის]] დაზე.
 
1948 წელს კუბალამ ასევე მიიღო ჯარიდან მოწვევა ჩეხოსლოვაკიაშიც და იძულებული გახდა უნგრეთში დაბრუნებულიყო სამხედრო სამსახურის თავის არიდებისთვის. იგი აღარ შეერთებია ფერენცვაროშს, რადგანაც ამ საფეხბურთო გუნდს [[ფაშიზმი|ფაშისტური]] მარკა ჰქონდა მიკრული, აქედან გამომდინარე კუბალამ გადაწყვიტა კარიერა საფეხბურთო კლუბ [[ვაშაში (საფეხბურთო კლუბი)|ვაშაშის]] შემადგენლობაში გაეგრძელებინა. ამ პერიოდში მან მოასწრო 3 თამაშის ჩატარება [[უნგრეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|უნგრეთის ნაკრებში]].