როშკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 50:
 
==ისტორია==
იგი ისტორიული როშკა-ქმოსტის თემის ცენტრი იყო. საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებამდე კახთა მეფის მფლობელობაში შედიოდა, შემდეგ ერთიანი საქართველოს [[მეფე|მეფეს]] ემორჩილებოდა, ხოლო [[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]], საქართველოს ცალკეულ სამეფოებად დაყოფის შემდეგ, ცალკე სოფლად გამოიყო და ისევ კახთა მეფის გამგებლობაში შევიდა.

[[XVII საუკუნე|XVII საუკუნეში]], [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]] ჩამოყალიბების შემდეგ, [[ზურაბ არაგვის ერისთავი|ზურაბ ერისთავი]] შეეცადა ხევსურეთში ბატონყმობის დამყარებას, მაგრამ ხევსურების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. [[1619]]-[[1620]] წლებში ზურაბ ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლებში განსაკუთრებით როშკა-ქმოსტის თემმა გამოიჩინა თავი. 1620 წელს ზაფხულში ზურაბ ერისთავი დიდი ლაშქრით მოულოდნელად დაესხა თავს როშკელებს და დაამარცხა ისინი. როშკელებმა ერისთავს ხარკი შესთავაზეს, ამაზე ზურაბ ერისთავი არ დათანხმდა და მორჩილება მოითხოვა. [[1629]] წელს მეფე [[თეიმურაზ I]]-ის მიერ ზურაბ ერისთავის მოკვლის შემდეგ ხევსურები [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფეს დამორჩილდნენ.

[[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] დაიწყო მთის მოსახლეობის მიგრაცია როშკიდან [[ერწო-თიანეთი|ერწო-თიანეთში]]. [[1924]] წლის აღწერით, სოფელში 137 სული სახლობდა. მისდევდნენ მესაქონლეობას.
 
==დემოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როშკა“-დან