ტატიანა იაბლონსკაია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ტატიანა ნილის ასული იაბლონსკაია''' ({{lang-uk|Тетя́на Ни́лівна Ябло́нська}}, დ.[[24 თებერვალი]], [[1917]],[[სმოლენსკი]], [[რუსეთის იმპერია]] — გ.[[17 ივნისი]], [[2005]], [[კიევი]], [[უკრაინა]]) — საბჭოთა, [[უკრაინელები|უკრაინელი]] [[მხატვარი]]-[[ფერმწერი]], [[გრაფიკა|გრაფიკოსი]], [[პედაგოგიკა|პედაგოგი]]; სსრკ-ის სახალხო მხატვარი - [[1982]]; ორი, მეორე კატეგორიის, სტალინური პრემიის ლაურეატი [[1950]]-[[1951]] წლებში; [[სსრკ-ის სახელმწიფო პრემია]] - [[1979]]; [[უკრაინის გმირი]] - [[2001]].
 
[[ფაილი:1967 CPA 3588.jpg|მინი|სსრკ-ს საფოსტო მარკა, [[1967]] წელი.]]
 
==ბიოგრაფია==
ტატიანა იაბლონსკაია დაიბადა [[1917]] წლის [[11 თებერვალი|11 თებერვალს]] სმოლენსკში, რუსეთის იმპერიაში.. [[1928]] წელს მისი ოჯახი ოდესაში გადავიდა, შემდეგ [[1930]]-ში [[კამენეც-პოდოლსკი|კამენეც-პოდოლსკში]], სადაც მან შვიდწლედი დაამთავრა, ხოლო [[1934]]-ში [[ლუგანსკი|ლუგანსკში]].
 
[[1933]] წელს მან კიევს სამხატვრო ტექნიკუმში ჩააბარა, ამის შემდგომ [[1935]] წელს კიევის სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი კახდა, სადაც [[1941]] წლამდე იღებდა განათლებას. პროფესიით მხატვარ-ფერმწერია.
 
თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა უკრაინის, საბჭოთა კავშირისა თუ სხვა საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა მათგან გამოსარჩევია [[1956]] წლის XXVIII სამხატვრო გამოფენა ვენეციაში და [[1958]] წლის მსოფლიო გამოფენა ბრიუსელში.
 
დიდებამ და ოფიციალურმა აღიარებამ ტატიანაზე და მის შემოქმედებაზე ზეგავლენა ვერ იქონია. მას მირებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, იგი იყო [[უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის]] უმაღლესი საბჭოს დეპუტატი [[1951]]—[[1959]] წლებში. [[1968]] წელს, უკრაინელი მხატვრების ყრილობაზე, მან მკვეთრად გააკრიტიკა პარტიული ორგანოების მიერ ხელოვნების „მეურვეობა“. ამის შემდეგ მისი ნახატი „ცხოვრება გრძელდება“ გამოფენიდან ჩამოხსნეს, იდეოლოგიურად არასწორი მიდგომის გამო, ხოლო თვითონ ტატიანას ცენტრალური კომიტეტის იმ დროოინდელ მდივანთან მკაცრი საუბარი ჰქონდა ანდრეი სკაბოს პროპაგანდასთან დაკავშირებით. ღია მუქარების შემდეგ იგი ყველა დაკავებული თანამდებობიდან მოხსენს. რამდენიმე თვის სემდეგ სკაბო გაათავისუფლეს, შემოქმედებით ინტელიგენციასთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო, ხოლო ტატიანას კვლავ აღუდგინეს არსებული სტატუსი.