შოთა გორგოძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
 
==ბიოგრაფია==
შოთა გორგოძე დაიბადა 1931 წლის 10 ნოემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში, გლეხის ოჯახში. 1947 წელს დაამთავრა ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის[[კიცხი]]ს საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა [[თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი|თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში]], რომელიც დაამთავრა [[1955]] წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ქარხანა „ელექტროგამშვებში“ უფროს ოსტატად, შემდეგ დაწინაურდა ჯერ საამქროს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად. [[1963]]-[[1965]] წლებში შოთა გორგოძე მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის ორგანიზაციის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად.
 
[[1965]] წლის დეკემბერში შოთა გორგოძე სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროში, სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ. [[1971]] წლის თებერვლიდან საქართველოს შსს სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ხოლო [[1972]] წლის აგვისტოში ამავე სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის [[1978]] წლის 7 მარტამდე მუშაობდა. 1978 წლის 7 მარტიდან 1986 წლის 21 იანვრამდე შოთა გორგოძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ. ამ პერიოდში ის აქტიურად მონაწილეობდა სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საქმიანობაში, რამაც დიდად შეუწყო ხელი თბილისის „დინამოს“ 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვებას, 1979 წლის საბჭოთა კავშირის თასის, ხოლო 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას. 1979 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-მაიორის წოდება. [[1986]] წლის 21 იანვრიდან [[1990]] წლის 22 ნოემბრამდე შოთა გორგოძე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. [[1988]] წლის 30 აპრილს მიენიჭა შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. [[1989]] წლის 9 აპრილს ქართული მილიცია შოთა გორგოძის მეთაურობით იდგა რუსთაველის პროსპექტზე, რამაც თავიდან აგვაცილა უფრო დიდი მსხვერპლი. [[1994]] წლის ივნისიდან [[2000]] წლის აგვისტომდე შოთა გორგოძე იყო საქართველოს შს სამინისტროს უმაღლესი სკოლის, შემდეგ კი საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. [[2001]] სექტემბრიდან თადარიგშია. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიების წევრი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_გორგოძე“-დან