კოპა ამერიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
 
1995 წელს ურუგვაიმ უმასპინძლა და მეთოთხმეტედ მოიგო კოპა ამერიკა. შემდეგი 5 ტურნირიდან 4-ჯერ ბრაზილიამ მოგიო: 1997, 1999, 2004 და 2007 წლებში. 2001 წელს კი მექსიკამ მეორე ფინალი წააგო კოლუმბიასთან, რომლისთვისაც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კოპა ამერიკის გახდა.
 
2011 წლის გათამაშებას არგენტინამ უმასპინძლა, თუმცა ნახევარფინალამდეც კი ვერ მიაღწია - წააგო ურუგვაისთან. საინტერესოა რომ კოპა ამერიკის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ნახევარფინალში ვერც არგენტინა და ვერც ბრაზილია გავიდა. თასი კი ურუგვაიმ აღმართა პარაგვაისთან 3-0 გამარჯვების შემდეგ<ref>https://www.bbc.com/sport/football/14270152</ref>.
 
2015 წელს მასპინძელი ჩილე იყო. მან ბრაზილია ჩაანაცვლა მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ეს უკანასკნელი [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო ჩემპიონტს]] და [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016|2016 წლის ოლიმპიადას]] უმასპინძლებდა. 4 წაგებული ფინალის შემდეგ ამჯერად ჩილემ გამარჯვება შეძლო და პირველ კოპას დაეუფლა.
 
2016 წელს საიუბილეო კოპა ამერიკა გაიმართა, რომელიც ამ ტურნირის ასი წლისთავს მიეძღვნა. პირველად ისტორიაში მასპინძელად არა-სამხრეთამრიკული ქვეყანა - აშშ შეირჩა. ამასთანავე, ტურნირში ჩრდ. ამერიკის ქვეყნებიც ჩაერთვნენ და შედეგად სულ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში, ისევე როგორც წინა წელს, არგენტინა და ჩილე დაუპირისპირდნენ. 2015 წლის მსგავსად ეს ფინალიც ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო თერთმეტრიანების სერიაში ამჯერადაც ჩილეს გაუმართლა და თავის მეორე ტიტულს დაუფლა.
 
 
 
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპა_ამერიკა“-დან