2 438
რედაქტირება
(სარა მონტიელი) |
მ (ვიზუალური შესწორება) |
||
== ბიოგრაფია ==
სარა მონტიელის, [[ესპანეთი|ესპანური]] კინოს მომავალი ვარსკვლავის ბავშვობა, რომელსაც „მელოდრამის დედოფალს“ უწოდებენ, არაფრით მოასწავებდა მის კინემატოგრაფიულ მომავალს. გოგონა დაიბადა 1928 წლის 10 მარტს [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კასტილია-ლა მანჩა|კასტილია-ლა მანჩას შტატში,]] [[სიუდად-რეალის პროვინცია|სიუდად რეალის]] პროვინციაში, დაბა კამპო დე კრიპტანაში, მრავალრიცხოვან, დაბალშემოსავლიან კათოლიკურ ოჯახში. ნათლობისას მან მიიღო [[ესპანური ენა|ესპანური]] სახელი: მარია ანტონია ალეხანდრა ვიცენტა ელპიდია ისიდორა (აბად ფერნანდესი- გვარი). გოგონა მსახურობდა ეკლესიაში, დადიოდა მონასტრის პანსიონში. მშობლებს სურდათ, რომ იგი მონაზონი გამხდარიყო, ხშირად მას სიყვარულით უწოდებდნენ სარიტას. სარა აღმერთებდა მშობლებს, განსაკუთრებით მამას. ხუთი წლის ასაკიდან იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში და სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. სახლში გოგონა მთელ თავისუფალ დროს რადიომიმრებთან ატარებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსიკალური პროგრამები ან ოპერები გადაიცემოდა. მშობლების გასაკვირად, შვიდი წლის ასაკში სარას შეეძლო ჯუზეპე ვერდის ისეთი რთული [[ოპერა|ოპერების]] შესრულება, როგორიცაა ''ტრავიატა, ტრუბადური'' და ''რიგოლეტო''. აღსანიშნავია, რომ მისთვის არავის უსწავლებია. გოგონამ სმენით დამოუკიდებლად შეისწავლა არიები. თერთმეტი წლის ასაკში სარამ მადრიდის ქუჩებში წაიკითხა განცხადება ხალხური სიმღერების საუკეთესო შესრულების კონკურსის შესახებ და, თავისთავად, მშობლების გარეშე, მივიდა პალასხრუსტალში და იმღერა ავტორიტეტული ჟიურის წინაშე. ის გახლდათ კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება: მიენიჭებინა პატარა კონკურსანტისთვის პირველი ადგილი, გაეცა მთავარი პრიზი და გაეგზავნა მუსიკის აკადემიაში გამოცდებისა და სწავლის საფასურის გარეშე. ამ დროიდან უკვე ნათელი გახდა, რომ სარიტა აღარ იმღერებდა საეკლესიო გუნდში. უფრო მეტიც, მისი ხმა მალევე შეიცვალა. უფრო დაბალი გახდა, შეიძინა განსაკუთრებული ხიბლი და იდუმალება. ახალგაზრდა სარა ოცნებობდა მხოლოდ კინოსა და სცენაზე.
=== კინოკარიერის დასაწყისი ესპანეთში ===
=== კინოკარიერა მექსიკაში ===
[[მექსიკა|მექსიკაში]] გადასვლის შემდეგ, სარამ შეასრულა მუსლიმი პრინცესას როლი ისტორიულ ფილმ-მელოდრამაში " სიყვარულის სიგიჟე", რომელიც ასევე გამოვიდა ამერიკულ ეკრანებზე. [[მექსიკა|მექსიკაში]] სარამ ითამაშა 13 <nowiki/>[[მექსიკა|მექსიკაში]] სარა მონტიელის შვიდი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, მას ყურადღება მიაქციეს ამერიკელმა რეჟისორებმაც და მიიწვიეს [[ჰოლივუდი|ჰოლივუდში]].
=== ჰოლივუდი ===
[[ჰოლივუდი|ჰოლივუდში]] გადასვლის შემდეგ სარა მონტიელმა 1954 წელს დასავლურ [[ვესტერნი|ვესტერნ]] "ვერაკრუში" [[გერი კუპერი|გარი კუპერთან]] და
== ოჯახი და შვილები ==
სარა მონტიელი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მან ორი ბავშვი იშვილა.
მსახიობის პირველი მეუღლე იყო რეჟისორი ენტონი მანი, რომელთანაც ისინი [[ჰოლივუდი|ჰოლივუდში]] დაქორწინდნენ 1957 წელს, მაგრამ ქორწინება არ იყო ძალიან წარმატებული და 1961 წელს სარა გაშორდა მეუღლეს.
მსახიობის მეორე მეუღლე იყო მრეწველი ხოსე ვისენტე რამირეს ოლალა. ისინი დაქორწინდნენ 1964 წელს, მაგრამ დაშორდნენ 1970 წელს.
მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო იმპრესარიო და ჟურნალისტი ხოსე ტოუში, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მასზე სამი წლით უმცროსი იყო (დაიბადა 1931 წელს), სარის აზრით, ბევრ რამეში ახსენებდა მამას. იყო მასავით მამაცი და შეუპოვარი . სარა 1979 წელს დაქორწინდა ხოსე ტოუშზე. ამ ბედნიერი ოჯახური კავშირის დროს, წყვილმა ორი ბავშვი იშვილა: ქალიშვილი ტაისი, დაიბადა 1979 წელს [[ბრაზილია|ბრაზილიაში]] და ვაჟი ტაილი, რომელიც 1983 წელს [[ალიკანტე|ალიკანტეში]] დაიბადა. სარა და ხოსე კარგი მშობლები გახდნენ, მაგრამ 1992 წელს ხოსე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება მთელი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო.
2002 წელს მსახიობი დაქორწინდა კუბელ ოპერატორზე, ანტონიო ერნანდესზე. სარა 73 წლის იყო, მეუღლე- 38 წლის, 2005 წელს ისინი დაშორდნენ.
|
რედაქტირება