კოპა ამერიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
1975 წელს ტურნირი განახლდა და მიიღო რეგულარული სახე. სწორედ ამ დროიდან ეწოდება მას „კოპა ამერიკა“. ახალი ფორმატის მიხედვით ტურნირს არ ჰყავდა მასპინძელი და იმართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩატარების პერიოდად განისაზღვრა 4 წელი და, შესაბამისად, მომდევნო ტურნირები ჩატარდა 1979, 1983 და 1987 წელს.<ref name=":0" />
 
1986 წელს CONMEBOL-მა გადაწყვიტა ტურნირი ისევ ერთი მასპინძელი ქვეყნის ფორმატში ჩაეტარებინა. 1987-2001 წლებში კოპა ამერიკა ყოველ მეორე წელიწადს იმართებოდა ერთ, წინასწარ შერჩეულ მასპინძელ ქვეყანაში. 1987 წლის კოპა არგენტინაში ჩატარდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში მათ ურუგვაისთან წააგეს 0-1. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ჩილმე გაიმარჯვა რომელმაც ბრაზილია 4-0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა რომ ფინალში ფავორიტად ჩილე მიიჩნეოდა, ურუგვაიმ აქაც გაიმარჯვა და კიდევ ერთ კოპა ამერიკას დაეუფლა<ref>https://www.elgrafico.com.ar/articulo/1090/33986/1987-el-querido-y-glorioso-futbol-uruguayo</ref>.
 
1989 წელს, 1970 წლის მსფლიო თასის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა ბრაზილიის ნაკრებმა. 1991 წელს, 32 წლის შემდეგ არგენტინამ შეძლო კიდევ ერთი სახმრეთამერიკული თასის მოპოვება. 1993 წელს კოპა ამერიკა ეკვადორში გაიმართა. ამ ტურნირზე სამხრეთ ამერიკული ქვეყნების გარდა ორი მოწვეული ნაკრები - [[მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მექსიკა]] და [[აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|აშშ]] იღებდა მონაწილეობას. მოწვეული გუნდებიდან განსაკუთრებით კარგად იასპარეზა მექსიკამ და ფინალშიც გავიდა, სადაც არგენტინასთან, [[გაბრიელ ბატისტუტა|ბატისტუტას]] დუბლთ, 2-1 დამარცხდა<ref>http://rsssf.com/tables/93safull.html</ref>.
 
1995 წელს ურუგვაიმ უმასპინძლა და მეთოთხმეტედ მოიგო კოპა ამერიკა. შემდეგი 5 ტურნირიდან 4-ჯერ ბრაზილიამ მოგიო: 1997, 1999, 2004 და 2007 წლებში. 2001 წელს კი მექსიკამ მეორე ფინალი წააგო კოლუმბიასთან, რომლისთვისაც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კოპა ამერიკის გახდა.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპა_ამერიკა“-დან