აგრიგენტუმის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
პოლიბიუსის თანახმად ჰანონის ჯარები ჰერაკლიუმისკენ დაიძვრნენ და აიღეს [[ერბესი]], სადაც რომაელთა სურსათის მარაგი ინახებოდა. ზონარას თანახმად ჰანონი პირდაპირ აგრიგენუმთან მოვიდა. შემდეგ აგრიგენტუმისკენ დაიძვრა, დაამარცხა რომაული მხედრები და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კმ-ში<ref>10 სტადიუმი</ref>. მტრებს შორის 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ ისე დაამძიმა, რომ, რომაელები უკვე ალყის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მათ [[სირაკუზები]]ს [[ტირანი|ტირანმა]] [[ჰიერონიმე II]]მ უშველა სურსათით. სურსათის პრობლემის გარდა რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გაძლიერებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა.
 
ბრძოლა ზემოთხსენებული მიზეზების გამო რომაელებსაც აწყობდათ. ორვე არმია ბანაკებს შორის ადგილზე გამოვიდა. კართაგენელი ქვეითები ორ რიგად დადგნენ, მათ შორის კი სპილოები იყვნენ. ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ კართაგენელთა პირველი რიგი გაიფანტა. უკან გაქცეულებმა არეულობა გამოიწვიეს უკანა რიგებში და სპილოებში. კართაგენელთა უმეტესობა დაიხოცა. გადარჩენილებმა ჰერაკლიუმს შეაფარეს თავი. ოროციუსის თანახმად 11 სპილო დაიღუპა, პოლიბიუსის თანახმად უმეტესობა.
 
დიოდორეს თანახმად ჰანონმა ორი ბრძოლა გამართა და საერთო ჯამში დაკარგა 3 000 ქვეითი და 200 მხედარი, ხოლო ტყვედ ჩავარდა 4 000 ადამიანი. დაიღუპა 8 სპილო და 33 დაიჭრა. შესაძლოა დიოდორე პირველ ბრძოლაში გულისხმობს იმ ბრძოლას რომელიც 2 თვით ადრე გაიმართა ჰანონის ჩამოსვლისთანავე.
{{რომის ისტორია}}