წყალმოვარდნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
მნიშვნელოვანმა წყალმოვარდნამ შეიძლება [[წყალდიდობა]] გამოიწვიოს. [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] წყალდიდობას [[დუნაი]]ზე, [[მაინი|მაინზე]], [[მოზელი|მოზელზე]], [[პო]]ზე, რაინზე, [[რონა]]ზე, [[სონა]]ზე და სხვებზე ხშირად წყალმოვარდნა იწვევს; აზიაში — [[ბრაჰმაპუტრა]]ზე, [[განგი|განგზე]], [[ხუანხე]]ზე, [[იანძი]]ზე და სხვა; ჩრდილოეთ ამერიკაში [[მისისიპი]]ზე, [[ოჰაიო (მდინარე)|ოჰაიოზე]] და სხვა; სამხრეთ ამერიკაში [[ამაზონი|ამაზონზე]] და სხვა; [[ავსტრალია]]ში აღმოსავლეთ სანაპიროს მდინარეებზე. მდინარეზე წყალმოვარდნის გადაადგილების პროცესში იქმნება წყალმოვარდნის ტალღა.
 
სტიქიურ-კატასტროფულ მოვლენებს შორის [[წყალდიდობა|წყალდიდობებსა]] და წყალმოვარდნებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მათზე მოდის მსოფლიოში სტიქიურ უბედურებებისაგან მიყენებული ზარალის 40%.<ref>[https://spectri.org.ge/wp-content/uploads/2020/04/How-to-Protect-Yourself-during-a-Flood.pdf როგორ დავიცვათ თავი წყალდიდობისაგან. ქუთაისი, 2015]</ref>
 
[[საქართველო]] წყალმოვარდნების მაღალი სიხშირით გამოირჩევა. წყალმოვარდნა საქართველოში ინტენსიური წვიმებით წარმოქმნილი ერთიანი ჩამონადენის უეცარი ზრდის შედეგია, რაც შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე [[კაშხალი|კაშხლის]] გარღვევით, [[მეწყერი|მეწყრული]] სხეულით ხეობის ჩაკეტვის შედეგად და სხვა. [[მდინარე]]ები, რომლებიც სათავეს იღებენ [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, სადაც თოვლიანობა სეზონური მოვლენაა, ხასიათდებიან [[გაზაფხული]]ს [[წყალდიდობა|წყალდიდობებითა]] და ზაფხულ-შემოდგომის წყალმოვარდნებით.
ხაზი 16:
* [[წყალდიდობა]]
* [[მდინარე]]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ჰიდროლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყალმოვარდნა“-დან