მესანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
[[პოლიბიუსი]] წერს [[ფაბიუს პიქტორი|ფაბიუს პიქტორზე]] დაყრდნობით რომ კლავდიუსმა ღამე გადაკვეთა სრუტე მესინასთან, მან ჯერ ელჩები გაგზავნა სირაკუზელებთან და კართაგენელებთან, ქალაქის ალყის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მაშინ კლავდიუსი ჯერ სირაკუზელებს დაესხა თავს და ცხარე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, ღამე კი მათ დატოვეს ბანაკი. მეორე დღეს კი კლავდიუსი კართაგენელებს შეებრძოლა და დაამარცხა.
 
[[დიოდორე სიცილიელი]]ს ვერსიით რომაელები სირაკუზელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თავი ქალაქს შეაფარეს, ღამე კი ჰიერონიმემ ჩათვალა რომ კართაგენელებმა უღალატეს, გადაწვა ბანაკი და სირაკუზებში დაბრუნდა.
 
[[ზონარა]]ს და [[დიონი]]ს გადმოცემით რომაელთა და სირაკუზელთა ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, მაგრამ ქვეითებმა გაიმარჯვეს. ჰიერონიმემ თავი ჯერ მახლობელ მთებს შეაფარა, შემდეგ სირაკუზებში დაბრუნდა. ამის მერე რომაელებმა კართაგენელთა ბანაკს შეუტიეს. ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ, კართაგენელები დაედევნენ, რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესინადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.
{{რომის ისტორია}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესანის_ბრძოლა“-დან