მესანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
'''მესინას ბრძოლა''' - [[პირველი პუნიკური ომი]]ს პირველი ბრძოლა [[სიცილია|სიცილიის]] ქალაქ [[მესინა]]სთვის.
==წინაისტორია==
[[სირაკუზები]]ს ტირან [[აგაფოკლე]]ს გარდაცვალების შემდეგ, კამკპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ [[იტალია]]ში. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი თავს დაესხნენ სიცილიურ ქალაქ [[მესინა]]ს და აიღეს იგი. [[რეგიი]]ს მოსახლეობა შეშინდა კამპანიელების თარეშით, და მათ დაცვა და დახმარება [[რომის რესპუბლიკა|რომს]] სთხოვეს. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი [[დეციუს იუბელიუს კამპანუსი]]ს მეთაურობით. გარნიზონი ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიის მოსახლეობა დაარბია. აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარები გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.
 
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზების ახალი ტირანი [[გიერონი]] იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ [[ძვ. წ. 264]] წელს რომაელები დათანხვდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა რომ ამით მათ დაარღვიეს [[ძვ. წ. 306]] წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.
 
==ბრძოლის მიმდინარეობა==
სიცილიაში გაგზავნილ იქნა რაზმი კონსულ [[აპიუს კლავდიუს კაუდექსი]]ს მეთაურობით. მამერტინელებმა ანმასობაში უკვე განდევნეს კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა ჯვარს აცვეს მხედართმთავარი [[ჰანონი]] ქალაქის დაკარგვისთვის.
{{რომის ისტორია}}
 
==წყაროები==
*[http://ancientrome.ru/antlitr/polybios/kn01-f.htm პოლიბიუსი, საყოველთაო ისტორია 1 წიგნი 6-13]
*[http://historiwars.narod.ru/Index/Drev/1PW.htm#messana Дмитрий Шкрабо ПЕРВАЯ ПУНИЧЕСКАЯ ВОЙНА]
 
[[კატეგორია:პუნიკური ომები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესანის_ბრძოლა“-დან