ხუნანის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ხუნანი}}
[[ფაილი:Iberia-ka.svg|310 px|მინი|იბერიის სამეფოს საერისთავოები [[ფარნავაზ I]]-ის ეპოქაში.]]
'''ხუნანის საერისთავო''' — ადმინისტრაციული ერთეული [[იბერიის სამეფო|იბერიის სამეფოში]]. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნეშისაუკუნის 80-70-იან წლებში ჩნდება — [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] თანახმად — ის იყო ერთ-ერთი [[ფარნავაზ I]]-ის მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.<ref>[http://www.amsi.ge/istoria/qc/qarTlis_cxovreba_1_3.html ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“]. თავი მესამე.</ref> საერისთავოს ცენტრი იყო [[ხუნანი (ქალაქი)|ხუნანი]]. მდებარეობდა [[მტკვარი|მტკვრის]] სამხრეთით. მოიცავდა [[ალგეთის ხეობა|ალგეთის ხეობას]].{{sfn|Hewsen|1992|pages=202}} გარდაბანი/ხუნანი და სამშვილდე/გაჩიანი ერთად ქმნიდნენ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლის]] პროვინციას, რომელსაც ხშირად [[ტაშირი|ტაშირსაც]] უწოდებდნენ. სომხური გეოგრაფიის — [[აშხარჰაცუიცი|აშხარჰაცუიცის]] თანახმად საერისთავო მოიცავდა: [[პარუარი|პარუარს]] (თბილისის შემოგარენი), მანგლიაცფორს ([[მანგლისისხევი]]) და ხუნანს.{{sfn|Hewsen|1992|pages=202}} ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად მდინარე [[ბერდუჯი]] ხუნანი საერისთავოსა და ამასთანავე იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] - [[მეფეთა ცხოვრება|მეფეთა ცხოვრების]] თანახმად [[მირიან III|მირიან მეფემ]] ფეროზს მისცა „ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერის-თავად მუნ“. შემდეგ [[ბაქარ I|ბაქარ მირიანის ძემ]] „გაუცვალა ქვეყანა... რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“. [[ჯუანშერ ჯუანშერიანი|ჯუანშერ ჯუანშერიანის]] თანახმად V საუკუნეში ვახტანგ მეფის დროს ხუნანის ერისთავად იხსენიება ნერსარანი. 485 წლის შედეგ იბერიის მეფემ აგარაკთან [[ხუნანის საეპისკოპოსო]] კათედრა დააფუძნა. 505/506 წლის სომხურ წყაროებში ხუნანის ეპისკოპოსი იბერიის ერთ-ერთი პრელატია.{{sfn|Toumanoff|1963|pages=482}} ხუნანის საერისთავო [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდისა]] და [[კახეთის საერისთავო|კახეთის საერისთავოსთან]] ერთად იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საერისთავოებს წარმოადგენდა.
 
მოგვიანებით საერისთავოს ტერიტორია [[არაბობა საქართველოში|არაბთა ბატონობის]] ქვეშ მოექცა. [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] (736) დაარსების შემდეგ ხუნანის ამირა თბილისის ამირას დაემორჩლა, რომელიც ფაქტიურად ქართლის გამგებელი იყო.<ref name="საქისტორია2012">{{Cite book|last=Ლორთქიფანიძე|first=Მარიამ|url=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/71346|title=საქართველოს ისტორია : 4 ტომად : ტომი II|last2=Მეტრეველი|first2=Როინ|last3=Მუსხელიშვილი|first3=Დავით|date=2012|publisher=თბილისი : პალიტრა L|isbn=978-9941-19-406-1|pages=174, 306}}</ref> გარდაბნელები აქტიურად მონაწილეობდნენ [[კახეთის სამთავრო|კახეთის სამთავროს]] შიდა პოლიტიკაში, რასაც მოწმობს [[დონაურები|დონაურების]] მიერ კახეთის სამთავროში ძალაუფლების მოპოვება. კახეთის სამთავრო უშუალოდ კახეთის გარდა, მოიცავდა გარდაბანს და [[კუხეთი|კუხეთს]]. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია [[გაგის საერისთავო|გაგის საერისთავოში]] შედიოდა. [[მონღოლთა ბატონობა საქართველოში|მონღოლთა შემოსევების]] (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.