მონღოლთა ბატონობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 3:
 
==მონღოლების პირველი ლაშქრობები==
მონღოლები პირველად [[1220]] წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. [[1220]]-[[1221]] წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. [[1235]] წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ [[საქართველო]]ში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ. მეფე [[რუსუდანი|რუსუდანმა]] დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში (1245-1247 წწ.), მონღოლებმა საქართველო შვიდ დუმნად დაყვეს<ref name="ბახტაძე2ბახტაძე">{{Cite journal|last=ბახტაძე|first=მ.|title=დუმნებად დაყოფის შესახებ|url=https://www.academia.edu/36027299/დუმნებად_დაყოფის_შესახებ_pdf}}</ref>. დუნისთავებად მონღოლებმა ქართველი ერისთავები დააყენეს. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში.
 
დუმნებისა და დუმნისთავების სია მ. ბახტაძის თანახმად<ref name="ბახტაძე" />: