ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
==ისტორია==
{{მთავარი|ბუკისციხე}}
სოფელში დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის დასახლება. წამოების ნიშნები გამოვლინდა 1964 წლის სექტემბერში ბუკისციხის გორის სამხრეთ ფერდობზე.<ref>''ცქიტიშვილი გ. ცქიტიშვილი, [[იური სიხარულიძე|სიხარულიძე ი. სიხარულიძე]],'' „არქეოლოგიური გათხრები ბუკისციხეში“ // „კომუნიზმის განთიადი“ — 22 დეკემბერი, 1964 წ.</ref> სოფლის ტერიტორიაზე სავარაუდოა ანტიკური ქალაქის არსებობაც. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ეს [[გალავანი|გალავნიანი]] ქალაქი [[ერკეთი]]ს ეკონომიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო.<ref>''{{სტატია|ავტორი=სიხარულიძე ი. სიხარულიძე'', |სათაური=„ერკეთი“ // |სახეობა=გაზეთი |გამოცემა=„ალიონი“ N18 გვ. |ნომერი=18|გვერდები=3|წელი=2007}}.</ref>
 
ადრე ფეოდალურ ხანაში სოფელში ჩნდება ახალი ციხე-სიმაგრე, რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ. უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხე მოქმედი იყო [[1811]] წლამდე ([[გურიის სამთავრო]]ს [[რუსეთის იმპერია]]სთან შეერთებამდე) და აკონტროლებდა [[იმერეთი]]დან და [[მესხეთი]]დან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას. XIX საუკუნის ბოლოს სოფელში მოქმედებდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. 1909 წელს ბუკისციხის მოსახლეობა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]] სთხოვდა სოფელში სამკითხველოს გახსნას. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824986#?page=448 Кавказский календарь на 1914 год]</ref>
 
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო [[მეჩაიეობა]] და [[მევენახეობა]]. მოქმედებდა ხე-ტყის სახერხი ქარხანა