გრიგოლ ურატაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
სოფლის ოთხკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის დასრულებაც ვერ შეძლო. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც გარიცხეს. 1900-იანი წლების დასაყისში ასწავლიდა [[ნიგოითი]]ს სკოლაში. 1902 წელს მონაწილეობდა ნიგოითის გლეხთა გამოსვლაში. დააპატიმრეს 1903 წელს და იჯდა ქუთაისის ციხეში, გადაასახლეს ორენბურგში, საიდანაც გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა. აქტიურად მონაწილეობდა [[გურიის რესპუბლიკა|გურიის რევოლუციურ გამოსვლებში]] 1905 წელს. რევოლუციის დამარცხების შემდეგ აგრძელებდა არალეგალურ საქმიანობას გურიაში, ქუთაისსა და თბილისში. 1906 წელს იყო რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობის დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან, ხოლო 1907 წელს იყო ლონდონის ყრილობის დელეგატი ფოთის ორგანიზაციიდან. 1909 წლის 6 მაისს მეორედ დააპატიმრეს. 1911 წელს არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა [[ჟენევა]]ში. 1912 წელს ურატაძე [[ვლასა მგელაძე]]სთან ერთად მონაწილეობდა [[ვენა]]ში ქართული დელეგაციის მუშაობაში, სადაც [[ლევ ტროცკი]]ს ჰქონდა შექმნილი [[ლენინი]]ს პოლიტიკის საწინააღმდეგო სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.<ref>''Ronald Grigor Suny'', „The Making of the Georgian Nation“, გვ. 176 — Indiana University Press, 1994, ISBN 0-253-20915-3</ref>მეფის რუსეთის დროს კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული, ორჯერ გააძევეს კავკასიიდან, ბოლოს დააპატიმრეს 1912 წელს პეტერბურგში და გადაასახლეს პერმის გუბერნიის ჩერდინის მაზრაში. გადასახლებიდან დაბრუნდა 1915 წელს და გამოსცემდა ჟურნალს „ახალი კვალი“
 
აქტიურ მონაწილეობას იღებდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ჩამოყალიბების საქმეში, 1917 წელს იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]]. 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი., სამანდატო კომისიის თავმჯდომარე. 1920 წლის აპრილის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას მოსკოვში. მანვე მოაწერა ხელი 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის [[მოსკოვის ხელშეკრულება (1920)|სამშვიდობო ხელშეკრულებას]], რომლითაც მოხდა საქართველოს იურიდიული აღიარება. 1921 წელს [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 22 მაისს დააპატიმრა [[ჩეკა]]მ. მოთავსებული იყო [[მეტეხის ციხე]]ში. ივლისში გამოუშვეს ავადმყოფობის გამო. დაბრუნდა [[გურია]]ში, სადაც კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს [[ოზურგეთი]]ს ციხეში, რამდენიმე თვის შემდეგ კი გურიიდან გააძევეს. 1922 წლის დასაწყისისთვის წავიდა [[ემიგრაცია]]ში. თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდეგ პარიზში, საფრანგეთში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. 1929-1936 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოს“. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალეს 14 თებერვალს, [[ლევილი]]ს სასაფლაოზე. 1968 წელს სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა ურატაძის „Reminescences of a Georgian Social Democrat".
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ურატაძე“-დან