ჯეჯილი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''„ჯეჯილი“''' — ილუსტრირებული საბავშვო [[ჟურნალი]]. გამოდიოდა 1890–1923 წლებში [[თბილისი|თბილისში]]. რედაქტორ-გამომცემელი [[ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი]]. პირველი ხუთი წლის მანძილზე გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველთვიურად. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ [[ილია ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი]], [[რაფიელ ერისთავი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ეკატერინე გაბაშვილი]], [[შიო მღვიმელი]] და სხვანი. იბეჭდებოდა ასევე რუს და ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები, ფართო ადგილი ეთმობოდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. „ჯეჯილი“ შედგებოდა მცირეწლოვანთა და მოზრდილთა განყოფილებებისაგან. ჟურნალში უმთავრესი ადგილი ეჭირა მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც მისაბაძი პერსონაჟები სჭარბობდნენ. თვალსაჭინოთვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა ისტორიულ და საბუნებისმეტყველო ხასიათის წერილებს.
 
== ლიტერატურა ==