ბაბილონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 212.58.120.200 ცვლილებების გაუქმება (№4053466)
იარლიყი: გაუქმება
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 2:
[[ფაილი:Babylon relief.jpg|მარცხნივ|მინი|ბაბილონის იშთარის კარიბჭის დეტალი.]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ბაბილონიბაბილნი''' — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.
 
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა (ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაბილონი“-დან