ლაგუნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kara-Bogaz Gol from space, September 1995.jpg|მინი|ყარა-ბოღაზ-გოლის ყურე-ლაგუნა]]
[[ფაილი:Cartagena, Mar Menor, i Cap de Pals (foto satèl·lit).jpg|მინი|მარ-მენორი]]
'''ლაგუნა''' ({{lang-it|laguna}} < {{lang-la|lacus — [[ტბა]]}}) — [[ზღვა|ზღვის]] ან [[ოკეანე|ოკეანის]] წყალმარჩხი აუზი, რომელიც [[ზღვა]]ს უერთდება ვიწრო [[სრუტე|სრუტით]], ან მისგან გამოყოფილია ფსკერული ნატანის ზვინულით — ბარით, [[ცელა]]თი ან [[სანაპირო]]ს სხვა აკუმულაციური ფორმით. ღია ზღვასთან შედარებით ლაგუნაში [[წყალი]] მეტად ან ნაკლებად მარილიანია, გროვდება სპეციფიკური [[ლაგუნური ნალექები]] და განსხვავებული [[ფლორა]] და [[ფაუნა]]. ლაგუნა ჩვეულებრივი სანაპირო წარმონაქმნია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ადგილას.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/geography/text/2131072 Лагуна | Большая российская энциклопедия]</ref>
 
ბარით გამოყოფილი ლაგუნა, წარმოქმნის სანაპიროს პარალელურად გადაჭიმულ ჯაჭვს, რითაც იქმნება ლაგუნური ტიპის სანაპირო — [[ინგრესია|ინგრესიული]] ტიპის ნაპირი, რომლის [[სანაპირო ხაზი]] ღია ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ბარებით, ან [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფებით]], რომლებიც [[სანაპირო]]ს გასწვრივ ლაგუნების მწკრივს წარმოქმნის. ლაგუნური სანაპირო შეიძლება რამდენიმე ათას კმ-ზე გრძელდებოდეს. ასეთი ნაპირები გავრცელებულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ჩრდილოეთ და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროებზე.
ხაზი 8:
 
ორი შემხვედრი ნაკად-ნატანის შეერთების ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სამკუთხედი ფორმის ლაგუნა. იზოლაციის შესაბამისად, [[წყალი|წყლის]] შედგენილობა ლაგუნაში [[ზღვა]]სთან შედარებით განსხვავებულია. მარჯნის ლაგუნები წრიული [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფების]] შიგნით წარმოიქმნება. მათი ზომები [[დიამეტრი|დიამეტრში]] მერყეობს რამდენიმე [[კილომეტრი]]დან ათეულ [[კილომეტრი|კილომეტრამდე]]. მარჯნული ლაგუნა თუკი ზღვიდან გამოყოფილია ბარიერული მარჯნული რიფით შეიძლება გადაჭიმული იყოს [[ნაპირი]]ს გასწვრივ. მუდმივად ან მოქცევების დროს მარჯნული ლაგუნა ზღვას უკავშირდება მრავალრიცხოვანი სრუტით. მარჯნული ლაგუნის შიგნით არსებული [[წყალი]] როგორც წესი, ზღვის წყლისგან არ განსხვავდება, ვინაიდან მუდმივ განახლებას განიცდის.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დედამიწის რელიეფის ფორმები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაგუნა“-დან