ლაგუნა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ბარით გამოყოფილი ლაგუნა, წარმოქმნის სანაპიროს პარალელურად გადაჭიმულ ჯაჭვს, რითაც იქმნება ლაგუნური ტიპის სანაპირო — [[ინგრესია|ინგრესიული]] ტიპის ნაპირი, რომლის [[სანაპირო ხაზი]] ღია ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ბარებით, ან [[მარჯნული რიფი|მარჯნული რიფებით]], რომლებიც [[სანაპირო]]ს გასწვრივ ლაგუნების მწკრივს წარმოქმნის. ლაგუნური სანაპირო შეიძლება რამდენიმე ათას კმ-ზე გრძელდებოდეს. ასეთი ნაპირები გავრცელებულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ჩრდილოეთ და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროებზე.
 
ლაგუნური ნალექები მარილიანი ან გამტკნარებულწყლიანი ნალექებია, რომელიც ძირითადად [[მდინარე|მდინარის]] მიერ მოტანილი წვრილმარცვლოვანი [[ქვიშა|ქვიშები]], [[ალევრიტი|ალევრიტები]] და [[თიხა|თიხებია]]. წარმოადგენს წყალმარჩხ, ჩაკეტილ, ან ნახევრადჩაკეტილ აუზებში (ლაგუნებში) დალექილ მასალას. ლაგუნური ნალექებისთვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული შრეებრივობა. მტკნარ ლაგუნებში ნალექები [[ქვიშა|ქვიშიან]]-[[თიხა|თიხიანი]] ნაფენებითაა აგებული, მათში ხშირია [[ტორფი]]სა და [[საპროპელი]]ს შუაშრეები, მლაშე აუზებში წარმოდგენილია [[კარბონატი|კარბონატული]] და [[ჰალოგენები|ჰალოგენური]] წარმონაქმნები (სხვადასხვა [[მარილი|მარილები]], [[თაბაშირი]], [[ანჰიდრიდი]]).
 
ორი შემხვედრი ნაკად-ნატანის შეერთების ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სამკუთხედი ფორმის ლაგუნა. იზოლაციის შესაბამისად, წყლის შედგენილობა ლაგუნაში ზღვასთან შედარებით განსხვავებულია. მარჯნის ლაგუნები წრიული მარჯნული რიფების შიგნით წარმოიქმნება. მათი ზომები დიამეტრში მერყეობს რამდენიმე კილომეტრიდან ათეულ კილომეტრამდე. მარჯნული ლაგუნა თუკი ზღვიდან გამოყოფილია ბარიერული მარჯნული რიფით შეიძლება გადაჭიმული იყოს ნაპირის გასწვრივ. მუდმივად ან მოქცევების დროს მარჯნული ლაგუნა ზღვას უკავშირდება მრავალრიცხოვანი სრუტით. მარჯნული ლაგუნის შიგნით არსებული წყალი როგორც წესი, ზღვის წყლისგან არ განსხვავდება, ვინაიდან მუდმივ განახლებას განიცდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაგუნა“-დან