აზიური ფაროსანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
213.200.31.100-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 52:
 
== სიცოცხლის ციკლი ==
ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა [[აპრილი|აპრილის]] ბოლოდან-[[მაისი|მაისში]] იწყებს დამატებით კვებას (რომელსაც გვიან შემოდგომამდე აგრძელებს) და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ — მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მწერებად — იმაგოებად. ზრდასრული ფაროსანას ზომა 12-17 [[მმ]]-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს შეფერილობით — ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ტრაკიზოლები.
 
მწერი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. [[ზამთარი|ზამთარში]] გადარჩენის მიზნით ფაროსანა სახლებში და სათავსოებში გადაადგილდება. გადაადგილებას იწყებს [[შემოდგომა|შემოდგომის]] ბოლოს, როდესაც თანდათან აცივდება. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარადებში, საწოლებში, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ერთ სახლში შესაძლოა 26 000-მა მწერმა მოიყაროს თავი. იძინებს აპრილამდე.<ref>Inkley DB, 2012. Characteristics of home invasion by the brown marmorated stink bug (Hemiptera: Pentatomidae). Journal of Entomological Science, 47(2):125–130.</ref>